Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივნისი » 15 » ვნანობ
6:32 PM
ვნანობ

მე და კობა საბავშვი ბაღიდან ვმეგობრობდით. განუყრელი ძმაკაცები ვიყავით.
ერთმანეთის გულისთვის უამრავი ჩხუბი და დავი-დარაბა გადაგვიტანია. მახსოვს მეხუთე კლასში დანით დავისერეთ ხელები და ძმად დავიფიცეთ. გარეგნობითაც ვგავდით ერთმანეთს, უბანშიც კი უჭირდათ ჩვენი გარჩევა. გავიდა წლები... გავიზარდეთ...
ორივენი დავოჯახდით, საქმეს მოვეკიდეთ. კობამ თავისი ფირმა დაარსა და ბიზნესს მიჰყო ხელი. ერთხელაც შეგვკვრიბა ახლობლები და გვითხრა:
_კარგი საქმე წამოვიწყე თუ გაგვიმართლა, დიდ ფულს ვიშოვით, წილში თქვენც გაგიყვანთო. საჭირო თანხა მთლიანად არა მაქვს, ფული შევაგროვოთ, ვისაც რამდენი შეგიძლიათ, დადეთ პატიოსან სიტყვას გაძლევთ, არ ინანებთო...
ეჭვიც არ შემპარვია მის სიტყვებში, რადგანაც უპირო კაცად არ ვიცნობდით. საქმეში ჩასადები თანხა ერთ კვირაში შევაგროვეთ. კობამ საქონელი თავისი ნათესავისგან იყიდავაგონში ჩატვირთა და რუსეთში გააგზავნა. საქმეს რომ მორჩა, რესტორანში წაგვიყვანა და კარგად გვაქეიფა, მაგრამ ჩვენი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა... როცა ტვირთი ადგილზე ჩავიდა, კობას მოსკოველმა პარტნიორმა დარეკა სულ ცოფებს ყრიდა...
_ეს რა გამომიგზავნე, საქონელი გაფუჭებულია!!! ჩემგან ერთ კაპიკსაც ვერ მიიღებო...
კობა კინაღამ გაგიჟდა, ნათესავს რაიონში ჩააკითხა, მაგრამ ვერ იპოვა. მოკლედ გაფუჭებული საქონელი გაასაღა თუ არა ფული ჩაიჯიბა და მიიმალა. მოვალეები კობას მივადექით, საქმეში ჩადებული თანხა მოვთხოვეთ, შეგვპირდა ნემსის ყუნწში გავძვრები და მაინც დაგიბრუნებთო, ოღონდ მადროვეთო. დათქმულ ვადეზე ვერ გაგვისტუმრა, მგლებივით შევესიეთ, საქმე გავურჩიეთ.
ფულმა კაცობაც გადაწონა და მეგობრობაც, არ დავინდეთ ყველანი ალმაცერად ვუყურებდით, აღარ ვენდობოდით. კობამ ავეჯი, მანქანა და გარაჟI გაყიდა, ცოლის ქურქი და ოქროულობა ლომბართში ჩააბარა და ფულის ნაწილი ისესხა და ბიჟები გაისტუმრა.
მოკლედ ჩემს გარდა ვალი ყველას დაუბრუნა...
_ეს ამბავი გვიან გავიგე დაგაგიჟებული შინ მივეჭერი... შე ა....ო მეთქი... ისე ვცემე, სახეზე ნაკვეთები აღარ ეტყობოდა... მეორე დღეს კობამ სიცოცხლე თვით მკვლელობით დაასრულა და ჩემს სახელზე წერილი დატოვა:
,,როგორც უახლოესი მეგობარი, ბოლოსთვის შემოგინახე, სახლის გაყიდვას ვაპირებდი... მეგონა დამინდობდი, არ დამასახიჩრებდი გულუბრყვილო კაცი ვყოფილვარ, ვფიქრობდი... რომ ჩვენი მეგობრობა ფულზე ძვირფასი იყო. როცა გამიჭIრდა, ძმაკაცებმაც ნამდვილი სახე გამოაჩინათ... საშინლად მარტო ვარ, აღარ მინდა სიცოცხლე! რადგან უკვე უაზრობად მეჩვენება... ძმად ნაფიცო მშვიდობით!"

გახსოვდეთ:
ადამიანი ყველაზე დიდი განძია ამ ქვეყნად...! სამწუხაროდ გვიან მივხვდი. სიკვდილის წინ კობას მიერ დაწრილმა ბარათმა ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, ბევრ რამეზე სხვადასხვა გვარად ჩამახადა. ,,ვნანობ!" რომ სწორად ვერ გავუგე, არ მოვუსმინე ეჭვი შემეპარა... კობას ცოლმა ბინა გაყიდა და ვალი დამიბრუნა, ფულს ხელი ვერ მოვკიდე... ღმერთო...! რას არ გავიღებ, ცხოვრების უკან გადახვევა რომ შემეძლოს ვიდეო ფირით.
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1102 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.5/6
სულ კომენტარები: 1
2011-06-18 - 9:36 PM

cry dzalian damamcuxra am istoriam

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.