3:03 PM ვლადიმერ მაჩაიძე ,,შენ გივიწყებდნენ ყოველთვის მალე'' | |
შენ გივიწყებდნენ ყოველთვის მალე, შენ ივიწყებდი ყოველთვის გვიან, და ეხლაც, იმ სხვებს წაყოლილ ქალებს შენი ცხოვრების ქალები ჰქვია. შენ გიშორებდნენ ყოველთვის ადრე, შენ იშორებდი ყოველთვის გვიან, სხვების დაცვენილ ნიღბებს და ჩადრებს შენი ცხოვრების დღეები ჰქვია. შენ გიმეტებდნენ ყოველთვის მალე, შენ იმეტებდი ყოველთვის გვიან, მეგობრებს, მტრებს და სიკეთის ალებს შენი ცხოვრების მიზეზი ჰქვია. შენ ერთნაირად სწამდი სიმაღლეს, ლექსებს და სიზმრებს, ფერდობებს ქვიანს. ხომ იყვარებდი ყოველთვის მალე, რად შეგიყვარეს ყველაზე გვიან. ვლადიმერ მაჩაიძე | |
|
სულ კომენტარები: 0 | |