Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივნისი » 2 » უცნობი ქალის პორტრეტი
3:53 PM
უცნობი ქალის პორტრეტი
თავაწყვეტილი "იკარუსი" გზაზე მიჰქროდა,
დუმდნენ მგზავრები,
ყველა თავის გზაზე ფიქრობდა,
და შენ გეძინა, ასე სძინავთ ჩვილის აკვანთან,
და ლამაზ შუბლზე დაგფენოდა თმები საყვარლად.
ტკბილად გეძინა... გრილი სიო ღია სარკმლიდან გეფერებოდა,
და მკლავებზე ბუსუსს გაყრიდა...
თავაწყვეტილი იკარუსი ისევ მიჰქროდა,
დუმდნენ მგზავრები, ყველა თავის გზაზე ფიქრობდა.
შენ კი გეძინა, ბედნიერი სახით გეძინა,
თითქოს შენს სულში არასოდეს ჯერ არ ეწვიმა.
თითქოს არ გქონდა მიწიერი რამ საზრუნავი,
- ისე დაჰქროდი ოცნებების ცისფერ ბურანში.
გეძინა ტკბილად, მთელი ღამის უძილოს,
დაღლილს, და შიშველ მკლავებს გიკოცნიდა ნიავი - ლაღი.
არვინ იცოდა, ვის უძღვნიდი სიზმრებში სიცილს,
ან დაღლილ ხელებს რად დაჰკრავდა სურნელი ქინძის...
რას გაექეცი, რას ელტვოდი, ვისზე ფიქრობდი,
სად მოიწყინე, სად გელოდნენ, საით მიჰქროდი...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 747 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.