1:31 PM უსიყვარულოდ.... | |
უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე სასიხარულოდ... უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ. მაგრამ, სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი, როგორც ყვავილი შემოდგომის ხშირად პირველს სჯობს, იგი არ უხმობს ქარიშხლიან უმიზნო ვნებებს, არც ყმაქვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს იგი არ უხმობს... და შემოდგომის სიცივეში ველად გაზრდილი, ის ზაფხულის ნაზ ყვავილებს სულაც არა ჰგავს... სიოს მაგივრად ქარიშხალი ეალერსება და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს გარემოუცავს. და ჭკნება, ჭკნება სიყვარული უკანასკნელი, ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ უსიხარულოდ. და არ არსებობს ქვეყანაზე თვიშ უკვდავება, ჩვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ. განახლდა გული განახლდა გული... დღეს ის აღარ ვარ რაც უწინ ვიყავ... ფერი ვიცვალე... გზა დამილოცე, შავო ბურუსო, წყეულო ღამევ, გზა დამილოცე! წინ ვივლი, სანამ დავმიწდებოდე, ბადს კი მაინც არ შევურიგდები. წინ ნუ მიხვდები, შავო ბურუსო, წყეულო ღამევ, წინ ნუ მიხვდები1 ნუთუ არ მეყო, რაც დასაბამით გაუნელებელ ცეცხლში ვეწვალე? ჩამომეცალე, შავო ბურუსო, წყეულო ღამევ,ჩამომეცალე! ვივიწყებ წარსულს... ჩემს სიყმაწვილეს გამოთხოვების ცრემლებს ვაპკურებ, გავანადგურებ ხელისშემშლელ ნისლს, წყეულ ღამესაც გავანადგურებ... წამების ცეცხლში განახლდა გული, ფერი ვიცვალე, ფერი ვიცვალე. გზა დამილოცე, შავო ბურუსო, წყეულო ღამევ, გზა დამიცალე...
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |