5:11 PM უსათაუროები(ნაზი კილასონია) | |
* წავალ, დავეცემი მინდორთან დაღლილი ლექსით და წვითა, განა სიყვარული მინდოდა? სხვა რაღაც,უფრო წმინდა. * ვაი,რა ცუდად გიცვნივარ, რა ტყვილად გდებდი იმედებს, მე ათი გულის ღირსი ვარ, შენ ერთიც ვერ გაიმეტე. * შენი თვალების დაღლილი ეშხი თან გამყვა,როგორც ლურჯი ღიღილო, მე მხოლოდ ბავშვი მიყვარდა შენში და აღარ მინდა კაცად გიხილო. * მივდივარ, მომდევს მტკვარი სატივე, და ანთებული ზეცა ხომლებით, გული გატკინე და მაპატიე,- ტკივილით უფრო გემახსოვრები. * მინდა მახსოვდე ყველგან,ყველა დროს, შენზე ოცნება მინდა ურიცხვი, ვერ შეგიყვარე მაინც ვერასდროს, ვერ გაგიმეტე სიყვარულისთვის. რად ჩამრჩა ხსოვნაში ისევე სხვა ფერით,სხვა იდუმალებით: ბავშვურად გაწვდილი კისერი და შველის დაღლილი თვალები. * შენ ისე კარგი ხარ:სხვისთვის მენანები, ნათელი ოცნება ღრუბელმა შენისლა… აღარ შემიყვარდე:დახუჭე თვალები კაცისა კი არა-დამფრთხალი შვლისა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |