Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 9 » უფალმან შეჰქმნა სამყარო
3:27 AM
უფალმან შეჰქმნა სამყარო
უფალმან შეჰქმნა სამყარო,
პირველად მან ჰქმნა სინათლე,
ნათელს შემდეგ შვა ბნელეთი,
ბნელეთს კი ჩვენი ხმელეთი.

ხმელეთს მოჰფინა მიწანი,
მიწაზე უხვი ბუნება,
ბუნებას წყალი და ფერი,
სიცოცხლეს აკლდა ჰაერი.

ღმერთმან წარმოსთქვა სიტყვები,
შეჰიქმენ ცხოველ-ფრინველი,
უბოძა ცოცხალთ გულია,
გულებს ჩაჰბერა სულია.

რომ გააცოცხლა სამყარო,
იგი აკლდა მას რაღაცა,
მიწა-წყლისაგან მტვერი ჰქმნა,
მისგან კი მან მე შემქმნა.

მარტოს მიჭირდა მე ყოფნა,
ღმერთმან მიბოძა ქალია,
შეჰქმნა მან ჩემის ნეკნითა,
გველმა აცდინა ენითა.

მაშინ განრისხდა უფალი,
მის ედემიდან გამოგვაძევა,
სამყარო იყო ძალიან ფართო,
შემოვრჩით მხოლოდ მე და ის მარტო.

კაცი ჰქმნა მიწის მტვერითა,
ქალი კი კაცის ნეკნითა,
გველის ენითა ნაქებარია,
ჩემი მეორე ნახევარია.
 
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 831 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.