3:43 PM უილიამ შექსპირი(* | |
შენს მონობაში ისე გადის ჩემი ცხოვრება, ვერ გამიგია - წამია თუ წელიწადია; ჩემი სიცოცხლე შენს ერთ ღიმილს ემათხოვრება და სხვა სიკეთე მე ამქვეყნად აღარ მწადია. შენს მოლოდინში არ შევყურებ საათის ისრებს, არ ბობოქრობენ უსაშველოდ ჩემში გრძნობები; ჩემს ბაგეთაგან ჩივილსაც კი არავინ ისმენს, როცა შეხვედრის დაუთქმელად მემშვიდობები. არ შემოგცქერი ეჭვის თვალით ლაღსა და მღიმარს, არ გითვალთვალებ - სად იყავ და ვისთან იარე - და, საწყალ მონას, ესღა მეთქმის - ნეტავი იმას, ვისთანაც ყოფნა შენს საამოდ გაიზიარე. ჩემი სიცოცხლე ვნების ქსელში ისე გაება, ყველაფერს დავთმობ, თუ მიბრძანებს ჩემი ღვთაება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |