Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივნისი » 13 » უილიამ შექსპირი(*
3:41 PM
უილიამ შექსპირი(*


როგორც ტალღები ასკდებიან სილიან ნაპირს,
ჩვენი წუთებიც უფსკრულისკენ მიისწრაფიან,
წუთებს ახეთქებს ერთმანეთზე დინება სწრაფი
და მიჰყვებიან დღენი ჩვენნი ზვირთებს ქაფიანს.

სიჭაბუკე ხომ ქვეყნად დიდხანს ვერ იციაგებს,
სიბერისაგან ვერ შეიძლებს შემობრუნებას,
შავი ღრუბელი გვირგვინოსანს მაინც მიაგნებს
და თავის პირმშოს შეიწირავს თვითონ ბუნება.

ნაირფერადი სიყმაწვილე გამოხუნდება,
ვეღარ იბრწყინებს დაღარული შუბლი ნატიფად,
მშვენიერებას დაედება ჟამი ხუნდებად
და დროის ცელი, მოქნეული, ყველას გათიბავს.

მაგრამ ლექსებთან უძლურია დროის მარჯვენა,
ლექსი იცოცხლებს მაგ მშვენების გადასარჩენად.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 883 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.