3:39 PM უილიამ შექსპირი )) | |
როდესაც ვხედავ, ჟამთასრბოლა როგორი რისხვით ანგრევს ყველაფერს, რაც რამ მასში ნაშენებია, როგორ ანარცხებს განურჩევლად ძირს მისხის მისხით, რაც რამ მისსავე ჩაქროლებას დამშვენებია. როდესაც ვხედავ ოკეანის მშიერ ტალღებში ხმელეთი როგორ ნება-ნება კარგავს ნაპირებს და შემდეგ მიწა, ღვარცოფების წყალზე დაგეშვით, სამფლობელოთა დაბრუნებას როგორ აპირებს... როდესაც ვხედავ, რომ ქვეყნებსაც დრო იმორჩილებს, ერთს ააშენებს და მეორეს ფუძეს მოურღვევს, მე მაშინ ვფიქრობ - მეც დამადებს ნუთუ ბორკილებს, ჩემს სიყვარულსაც ნუთუ ეს დრო ბოლოს მოუღებს?! ნუთუ ხორციელ სიკვდილამდე მომკლავს დროება და ჩემს ყოფაშიც გამეფდება ამაოება?! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |