Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 1 » წერილს გწერ, პარიზში ცისფერი ღამეა...
1:20 AM
წერილს გწერ, პარიზში ცისფერი ღამეა...
წერილს გწერ,
პარიზში ცისფერი ღამეა-
მომთვარო სხივებით,
მე ვზივარ ბაღში და ვუყურებ ბებერ ხეს
(მთელი ცხოვრება ქარი რომ სულ არწევს)
და მასავით მტკივა ფესვები...
ცისფერი კამეა,
ამშვენებს სუსტ თითებს
მოგელი...
მზერა კამელიაა..
აივანს გახედე,
სართულის
მიჯნაზე ვდგავარ
გაძარცვული,
ფოთლები, აღარაა ჩემი სამოსი, 
შემოდგომით ქარში გამხადეს,
ჩემი წარსული, უემოციო ტრაგედია,
შენს ძლიერ მხრებზე ვეძებ დასაყრდენს,
პარიზი...
მალე თოვლი აქაც უთუოდ მოვა,
სხვაგვარი თოვლი, უფრო ცივი, უფრო უხეში...
გადათეთრდება ალბათ მხატვრის მძიმე ოფორტიც,
დალაქავებულ სულში, კვალს რომ წამიშლის თოვა,
შენ მაშინ მოდი..
შემიფარე გულის უბეში
და ლა-დეფანსის ცისფერ ფონზე ვიცეკვოთ ტანგო
და გადავკიდოთ მდინარის ჯებირს 
ჩვენი გულები...
ერთად ამოვხსნათ დაბადების საერთო კოდი...
იქით წავიდეთ უხალხობა
რომ გვეგულება...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 715 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.