Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 9 » თემო ელიავა
3:29 AM
თემო ელიავა
გთხოვთ ,გევედრებით,მდაბლად მლოცველებს,
ამომაგლიჯეთ,ამომძიძგნეთ მკერდიდან გული,
მე ვერ გავუძლებ მის ქარიშხლებს,ვნებებს,ოცნებებს
და დაბრმავებულს შთაგონებით მღელვარე სურვილს.
მე ვერ გავუძლებ მის ცხოველურ,ველურ სიცოფეს,
ამომაგლიჯეთ,ამომძიძგნეთ მკერდიდან გული,
ასი სიკვდილით არის ჩემში ერთი სიცოცხლე,
აზრთა სიმაღლე,–სიმახინჯით და სიყვარულით.
მე ჩავამტვრიე ცის კამარა,აი ,მოვედი,
და მიწიერი სამყოფელი გამოვიძიე,
ვნახე,შევიცან...მე სახელად მქვია პოეტი,
მე პლანეტებში დედამიწა ამოვირჩიე.
გამასწრო ქარმა,გაბედა ქარმა,პირველად სცადა,
დავღლილვარ ალბათ და მის ხეტიალს ჩამოვრჩი დროში.
მე დავრჩი გაღმა,ყველაფრის გაღმა,წყვდიადში სადღაც
და დედამიწა დამეკარგა ვარსკვლავთა ბრბოში. ძირს სამოსელი დაჰყარა სულმა.
ფიქრი შეეხო დამჭკნარ იმედებს.
ასე სიკვდილზე შეყვარებულმა
სიცოცხლე მაინც ვერ გავიმეტე.
 
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 750 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.