3:36 AM სულის სიმღერა თუ სულის კივილი?! | |
როდესაც გიყურებ ანთებულ თვალებში,
ვგრძნობ, როგორ ყუჩდება წარსული ტკივილი... მოღელავს, მოარღვევს ჩაკირულ ჯებირებს სულის სიმღერა!!! თუ სულის კივილი?!..... ყოველდღე ვერ გხედავ, ხანდახან შემხვდები... ჩამივლი, მიტოვებ შეხვედრის მოლოდინს!... სიზმრად გეფერები!!!!... ცხადში? – ვერც გეხები... სათქმელიც უთქმელი დამრჩება ბოლომდის!... ჩვენ ჩვენი გვედგმება ცხოვრების უღელი, ცალ–ცალკე მოგვიწევს იმ ხნულის გატანაც... . . . გაუსაძლისია შენს ახლოს ყოფნა და ამ „მარტოხეობის" უშენოდ ატანა!!! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |