9:16 PM სტატუსები ♥ | |
1..ცხოვრება მოკლეა, ამიტომ გაიცინეთ სანამ კბილები გაქვთ. 2..არავინ ისე არ არის დაბრმავებული, როგორც ის ვისაც არ სურს დაინახოს. 3..სიცოცხლე ანეგდოტია, უბრალოდ ბოლოში არ გვეცინება. 4..ბუნებრივი მოთხოვნილებები თავის ნებაზე თუ მიუშვი, არაბუნებრივი გახდება. 5..ბედნიერება ის კი არ არის, როცა ყველაფერი გაქვს, არამედ როცა რაღაცეები არ გაქვს, და მადლობა ღმერთს, რომ არ გაქვს. 6..– დამიბრუნეთ წარსული! იქ ჩემი ისეთი კარგი მომავალი იყო... 7..ქალი – ეს არის კროსვორდი, სადაც სიტყვები არ იკვეთებიან. 8..სიყვარული და სიძულვილი, ერთი ჯიშის მხეცია. 9..ნებისმიერ ჩხუბში ბოლო სიტყვა ეკუთვნის ქალს. ქალის მერე ნათქვამი ყოველი სიტყვა ყოველთვის ახალი ჩხუბის დასაწყისია… 10..ბედთან ხუმრობა არ ღირს, – მას იუმორის გრძნობა არ გააჩნია. 11..ძაღლი რომ არ ლაპარაკობს იმიტომაა ადამიანის მეგობარი. 12..გარეგნობაში არ არის არაფერი, რაც დაიმსახურებდა ნდობას. 13..თუ სამყარო მეტისმეტად ცივია შენთვის,დაანთე ცეცხლი რომ გაათბო იგი 14..შენზე ფიქრები ისევ მდევნიან და მიტოვებენ დიდ ტკივილს გულში, ვეღარ ავიტან მე უშენობას გამოგიტყდები წრფელ სიყვარულში! 15..ყველაზე დამცინავი პასუხი, დამცინავი ღიმილია 16..ამბობენ, შეცდომებზე სწავლობს ადამიანიო...მაგრამ, ვერანაირ გარანტიას ვერ ვიძლევი, რომ ისევ არ გავიმეორებ საკუთარ შეცდომებს, იმ შეცდომებს,-რომლებიც დღევანდელი გადმოსახედიდან, უსათვალოდაც საკმაოდ კარგად ჩანს,- და თუ დიდხანს ვუყურე, თვალებსაც მტკენს და გულსაც | |
|
სულ კომენტარები: 0 | |