Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 24 » სტატუსები ♥
3:08 PM
სტატუსები ♥
❀ როცა გიყვარს, გული გტკივა, როცა გული გტკივა, გძულს, როცა გძულს, გინდა დაივიწყო, როცა ივიწყებ, გენატრება, როცა გენატრება, ისევ გიყვარდება...
❀ თუ ადამიანი გიყვარს არ უნდა გრცხვენოდეს და თუ გრცხვენია, მაშ არ ხარ ამ სიყვარულის ღირსი
❀ სიყვარულს დრო მალე გაჰყავს, ხოლო დროს სიყვარული მიაქვს
❀ იმას, ვისაც ერთი რომელიმე ადამიანი უყვარს, მთელი სამყარო უყვარს
❀ სიყვარული ხშირად ართმევს გონებას მას, ვისაც აქვს და აძლევს მას, ვისაც არ აქვს
❀ რა არის სიყვარული? ისეთი არაფერი...თვალებს დახუჭავ და მოვა, მერე დაიწყება, ვისთვის ვარდისფერი...ვისთვის ნაცრისფერი თოვა...დარდი გაბევრდება...ლოცვად დაიღვრება გლოვად...რა არის სიყვარული? ისეთი არაფერი...თვალებს დახუჭავ და მოვა...
❀ სიყვარული უფრო ძლიერია, ვიდრე სიკვდილის შიში
❀ სიყვარული არც მაშინ გვეკითხება როცა მოდის და არც მაშინ როცა მიდის
❀ მე ატირებული მივედი ღმერთთან, ჩემი ტკივილი მე მას ვუამბე, მან ჩაიცინა და ასე მითხრა: და შენ რა იცი? იქნებ უყვარდე!
❀ მზეს რომ ვაკოცო ტუჩებს დამიწვავს, მთვარეს ვაკოცო ფიქრებს მომიტანს, წვიმას ვაკოცო - ეს კი არ მინდა, შენ რომ გაკოცო ნეტავ რას მიზავ? :$
❀ 14 თებერვალი
გოგონა: გილოცავ ვალენტინობას!
ბიჭი: მეც ასევე!
(გოგონა ბიჭს შოკოლადით სავსე ყუთს აწვდის, ბიჭი კი სანაცვლოდ ძალიან პატარა ყუთს აძლევს, გოგონა გაწბილებულია)
ბიჭი: სანამ გახსნიდე მინდა იცოდე, რომ მე აღარ მინდა ვიყო შენი შეყვარებული...
(გოგონა ცრემლებს იკავებს, ხსნის ყუთს...)
ბიჭი: მე მინდა, რომ შენი ქმარი ვიყო (ამბობს ბიჭი და ყუთში მოთავსებულ ბეჭედს გოგონას უკეთებს ხელზე)
❀ ყვლაზე სასიამოვნო სიტყვებია "მე შენ მიყვარხარ" და ამავდროულად ყველაზე სევდიანი
❀ იცი უფალო რა არის ცრემლი? ვერ მიამსგავსებ შენს შექმნილ წვიმას. ცრემლი ისაა, როდესაც ებრძვი, ცრემლი ისაა, როდესაც გტკივა 
❀ რა კარგია ისეთ ადამიანთან საათობით ლაპარაკი, ვისაც ესმის და სიამოვნებს შენთან ლაპარაკი ♥
❀ მე მიყვარდა ძლიერ, ძლიერ, მას კი არა...მის დანახვაზე ცას ვწვდებოდი, ის კი არა...გამარჯობას რომ მეტყოდა თვალს ნათელი მადგებოდა, მას კი არა...მაგრამ განვლო დრო ტიალმა, ყველაფერმა ჩაიარა...ერთხელ შემხვდა ის ქუჩაში ნაღვლიანი...მას ვუყვარდი, მე კი არა...
❀ ნუ მისტირი წარსულს! ის კლავს შენს ძვირფას დროს, ისტორია არ მეორდება. ადამიანები არ იცვლებიან! ნურასდროს, ნურავის ნუ ელი! ნუ დგახარ ერთ ადგილზე! იარე მხოლოდ პირდაპირ! უკან ნუ იყურები! ადამიანები, რომლებსაც სჭირდები, აუცილებლად დაგეწევიან..
კატეგორია: სტატუსები... ♥ | ნანახია: 1011 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 3.7/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.