Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 23 » სხედან და უცდიან...
5:43 PM
სხედან და უცდიან...
ზამთარში ბეღურებს 
თუ დავაკვირდებით,
დათოვლილ ტოტებზე 
სხედან და უცდიან...
სხედან და უცდიან...
ღმერთის დაპირებულ,
თავის წილ ნამცეცებს, 
როდის მიუყრიან...
გავფერთხავთ სუფრას და
-ამ სუფრის ნარჩენებს,
"არსობის პურიდან"-
კეთილი გული გვაქვს?
ეს ერთი შეხედვით, 
-უფალი ხომ თვითონ გვაჩეჩებს -
სიკეთის კეთება 
სურს ჩვენი ხელებით!...
ჩვენ კი,... ჩვენ ვიბრალებთ!
და ვერ გაგვიგია...
ამ დიდ სამყაროში,
ყველას და ყველაფერს, 
თავისი წილი აქვს!...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 684 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.