9:23 PM სიყვარულის ცრემლი | |
სიყვარულის ცრემლი და ღიმილი თუკი მიგაჩნია რაიმედო,- კაცი-მიწასავით ერთგული, კაცი-მზესავით საიმედო ასე როგორ უნდა დაივიწყო, ასე როგორ უნდა გაიმეტო?! მხეცთა სამფლობელოდ ქცეულა ტყე-ღვთისგან გაჩენილი საირმედო… სიყვარულის წყარო და კელაპტარი /მშვენება სამყაროსი/ თუკი მიგაჩნია რაიმედო,- კაცი-შანდალივით უბრალო, კაცი-ლოცვასავით საიმედო ასე როგორ უნდა დაივიწყო, ასე როგორ უნდა გაიმეტო?! ვაჟა ხორნაული | |
|
სულ კომენტარები: 0 | |