9:18 AM სიყვარულის სადღეგრძელო | |
მე კოცნის ზღვაში დავიბადე გამიგონია, მე კოცნის ზღვაში დავიხრჩობი ასე მგონია, ამბობენ, თურმე კოცნა ლოთებს მოუგონიათ მათ გაუმარჯოს რა სათუთი გრძნობა ქონიათ. ******************** ეს გაუმარჯოს იმ წლებს, იმ წამებს გულში რომ დარჩა, როგორც თქმულება და ტკივილს, ტკივილს, ტკივილს უმწარესს რომლის ბადალიც არ მეგულება. - ეს გაუმარჯოს უსიტყვო ტრფობას ენაზე თრთოლვას და უძილობას მეორე შემთხვევით გასროლილ ტყვიას და მოურჩენელ მძიმე ჭრილობას. - გრძნობას გაუმარჯოს ფიქრებში დაღლილს სიყვარულს, სიყვარულს, თუ გინდ დაკარგულს, - სიყვარულს გაუმარჯოს, ფიქრებს, სიკეთეს ჩვენს გულში ფარულად, ბუდეს რომ იკეთებს, - ნეტას გაუმარჯოს ყველგან დაფარულს სიყვარულს გაუმარჯოს, თუნდაც დაკარგულს, -თვალებს გაუმარჯოს, თვალებს სევდიანს ერთი შეხედვით რომ ყველაფერს გეტყვიან, -ეს გაუმარჯოს ცრემლიან თვალებს უსიტყვო სევდას და უხმო ალერსს... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |