Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივნისი » 3 » სიყვარულის მასწავლებელი
7:54 PM
სიყვარულის მასწავლებელი
თავშესაფარო იქ სადაც მტრები გიყურებენ, მარტოობის ცრემლი რომელიც ცვრიან ბალახს ეგებება და ხელოვნური ბუნების ცრემლი ხდება მარტოობა ათას კაცში როდესაც წინ მიდიხარ და უკან ეშვები გადარეული ადამიანი რომელიც შეყვარებულის ნაცვლად ქვის გულიან კედელს ეხუტება თავმდაბლობა ამპარტავნებისთვის და სიყვარული იმისა ვინც გეზიზღება ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი თვალების ქიმიური ელემენტებისაგან შემდგარი ამოცანაა მე იმიტომ კი არ გავგიჟდი რომ ეს ჩემში ხდება მე იმიტომ გავგიჟდი რომ ვუყურებ ეს ჩემში როგორ ხდება თუ უკვე მოასწარი ჩემზე ეჭვიანობა შენი თვის ამპარტავნებაც აღიარე იმიტომ რომ ადამიანები ერთმანეთისთვის ზურმუხტების გასაყოფად არ ეჭვიანობენ რამდენჯერ თქვი სიტყვა მიყვარხარ? უთვალავჯერ? მაგრამ გამოუდეგ საგნად გაღიარეს და მიგაგდეს არა? ბედნიერი შენ ყოფილხარ რომ მარტო ხარ ნუ გეტკინება გული როდესაც ტირიხარ ღმერთს გრძნობა მაინც მოუცია შენთვისარ ვაპირებ აგიგო ეიფელის კოშკი მაღალმა ღმერთმა ხომ უკვე ამაგო შენთვის თუკი ოდესმე დიდი თაიგული გაჩუქე არც დაფიქრდე ისე გადააგდე რადგან დაჭკნება და ამაოება იქნება ეს ყველაფერი იმის გარდა რომ ოდესღაც ვარსებობდით თუმცა ესეც ამაოდ არც იმას ვაპირებ ან მთვარის ან ყვავილის ანდაც მზის სახელი გიწოდო ან თუმდაც რაიმე სხვა ღირებულის რადგან შენ ჩემთვის ყველაზე ღირებული ხარ მაგრამ მინდა იცოდე რომ სიყვარულში ჩემზე დიდი მასწავლებელი არასოდეს გეყოლება რადგანაც შენ მასწავლე ის რაც მე უნდა გასწავლო ახლა შენ.
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 1106 | დაამატა: LoTi | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.