Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 9 » სიგიჟემდე მწამდი...
7:52 PM
სიგიჟემდე მწამდი...
ისევ, მოგონება მახრჩობს...
როცა, უმოწყალოდ მწვავდი...
მაინც, ვერ გავიგე - რატომ?
მე ხომ, სიგიჟემდე მწამდი...

ახლა, მოდაშია ფიქრი...
ფიქრობს პატარა თუ დიდი...
ახლა, მოგონებებს ვიმკი...
მაშინ, ოცბებებსაც ვზრდიდი...

ასე მოვაღწიე მარტომ...
გავხდი, მოწყალე და მშვიდი...
ახლა, შენს სიყვარულს ვნატრობ...
მაშინ, ვიღაცაში გცვლიდი...

ისევ, მონატრება მომკლავს...
ახლა, მინდა ვიყო შენთან...
გული ძველებურად ბორგავს...
ისევ, ჩამოვჯდები მზესთან...

წვიმას ავატირებ, ისევ...
სევდას უმიზეზოდ წავშლი...
ღამეს შევატოვებ ნისლებს...
და ქარს, უგზოუკვლოდ გავშლი...

ღამეს დავაღამებ, სადმე...
დილას გავითენებ, მაინც...
ოღონდ, საუკუნოდ მწამდე...
იმედს არ დავკარგავ ხვალის...

ღამეს, უშენობით მოვკლავ...
მერე, შავს სამოსელს გავხდი...
მოვალ, დამიჯერე, მოვალ...
და შენ, 
პაემანზე დამხვდი..
 
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 736 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.