10:30 PM სიგიჟემდე მწამდი... | |
ახლა მოდაშია ფიქრი... ფიქრობს პატარა თუ დიდი... ახლა მოგონებებს ვიმკი... მაშინ ოცნებებსაც ვზრდიდი... ასე მოვაღწიე მარტომ... გავხდი მოწყალე და მშვიდი... ახლა შენს სიყვარულს ვნატრობ... მაშინ ვიღაცაში გცვლიდი... ისევ მონატრება მომკლავს... ახლა მინდა ვიყო შენთან... გული ძველებურად ბორგავს... ისევ ჩამოვჯდები მზესთან... წვიმას ავატირებ ისევ... სევდას უმიზეზოდ წავშლი... ღამეს შევატოვებ ნისლებს... და ქარს უგზო-უკვლოდ გავშლი... ღამეს დავაღამებ სადმე.. დილას გავითენებ მაინც... ოღონდ საუკუნოდ მწამდე.. იმედს არ დავკარგავ ხვალის... ღამეს უშენობით მოვკლავ... მერე შავ სამოსელს გავხდი... მოვალ,დამიჯერე მოვალ... და შენ პაემანზე დამხვდი... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |