4:31 PM შორს გავყევი ფიქრებს.. | |
ვზივარ წყნარად სავარძელში, თან გავყურებ ზეცას. ფიქრებში და ოცნებებში გართული ვარ დღესაც, წარსულს თვალი გადავავლე, გავიფიქრე ეხლაც, უკან რომ გავბრუნდებოდე, რას შევცვლიდი ნეტავ?! გადავხედე ჩემს შეცდომბს, სინანულით მივხვდი, ბევრი რამ მაქვს ჩადენილი, თან გავერთე ფიქრში, ვფიქრობდი იმ შეცდომებზე, რაც დავუშვი იმ დილით, როცა გული გატკინე, და წახვედი ზიზღით.. გული მწყდება ამ ყველაფერს რომ ვიხსენებ ეხლა, გული მწყდება რომ აღარ ხარ ამ მომენტში ჩემთან, მაგრამ უკვე გვიანია, უკვე შორს ხარ ჩემგან, როგორც ჩანს დაიღალე და აღარ გინდა ჩემთან.. არც გამტყუნებ, მართალი ხარ, რა აზრი აქვს ეხლა, რომ მოვიდე, დაგიჩოქო, დაბრუნდები ნეტავ? არა.. არა.. აღარ გინდა.. აღარ გინდა ჩემთან.. რადგან გული გეტკინა, გეტკინა შენ ჩემგან..! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |