Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 27 » შენც არც იყავი, არც იქნები, ახლაც არა ხარ!
0:29 AM
შენც არც იყავი, არც იქნები, ახლაც არა ხარ!


უკვე დამტოვე, შევიშალე ჩემი ფიქრებით,
როგორც ყოველთვის განდეგილი მარტო ვიქნები.
უკვე დამტოვე, შავ-თეთრია ჩემი სამყარო.
არვინ იფიქროს, დარდი გულიდან წამით ამყაროს.

ფიქრებში დაჭრილს ჭრილობას მირჩენს შენი ხელები,
მაშინ ვიფიქრე, ახლა კი ვფიქრობ ვერ შეგელევი.
ბნელეთს მინათებს შენი სპეტაკი, წმინდა თვალები.
მოდი, ბოლომდე გამოანათე, ნუ მემალები!

ჭირში ვისურვე შენი სუნთქვის ამოქროლება.
შენზე ძვირფასი ქვეყნად არვინ არ მეყოლება.
წყალში ვვარდები, იქნებ ფსკერზე აღმოგაჩინო.
ერთხელ დაბრუნდი. იქნებ მოსვლით გადამარჩინო.

ცეცხლში დავლანდე შენი წმინდა სახის მშვენება.
ცხადი მეგონე, თურმე ყოფილხარ ჩემი ჩვენება.
ღრუბლებში ვიწყე მაღლა და მაღლა ფრენა მე
ჩემი სამყარო მთლიანად ყოფილა შენ და მე.

გაზაფხულს ვთხოვე მოეტანა შენთვის გრძნობები.
არვის ვიკარებ გულს მომდებია ძველი ობები.
ზამთარში ახლა ვინღა გათბობს ვის იკრავ გულში?
უშენოდ მაწვიმს, მათოვს, მაციებს გაყინულ სულში.

ჩვენს შემოდგომას დაეკარგა წითელი ფერი.
მოყვარე აღარ დამრჩენია, გარს მაკრავს მტერი.
ზაფხულში თმებზე მსხვილი ფიფქები ნაზად დამათოვს.
დრო ამერია, არ დავლაგდები კარგო არასდროს!

გულში გეძებე, მაგრამ ფერფლი ქარმა გაფანტა.
შენც არც იყავი, არც იქნები, ახლაც არა ხარ!

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 801 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.