Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 28 » შენი მონატრება მე ლექსს მაწერინებს
11:49 PM
შენი მონატრება მე ლექსს მაწერინებს


შენი მონატრება მე ლექსს მაწერინებს,
ჩემი შთაგონების შენ ხარ მესაკუთრე,
შენი სიყვარული რითაც მანებივრებ
ჩემი ლექსებია მე რომ გესაუბრე…

შენი თვალები რომ მე თავს მაკარგვინებს
ჩემი შავი ზღვაა შიგ რომ ვიძირები
შენი სტრიქონებიც მალე გამაგიჟებს
ჩემი სტრიქონებით თავს რომ ვიგიჟებდი

შენი ფიქრებია ჩემი ანარეკლი ,
ჩემი მოგონება ჩუმად მოპარული,
შენი სიტყვებია ფურცლად დანაწერი,
ჩემი პოეზიაც ლექსად მოფანტული…

შენი ოცნებები მე რომ მომიძღვენი
ჩემი ერთადერთი სულის ტაძარია,
შენი გულიც იწვის ალბათ ჩუმი ცეცხლით,
ჩემი გულის ცეცხლი უკვე ხანძარია

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 804 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.