1:04 PM შენ კარგად იცი ვინცა ვარ | |
შენ კარგად იცი ვინცა ვარ, მიყვარხარ შენ თავს ვფიცავარ, გთხოვ მიპასუხე არ გაგცემ ხმას, მინდა მოვეფერო შენს ლამაზ თმას. იცი რომ განშორება არ არის ადვილი, უშენოდ ყოფნა ომია ნამდვილი, მე შენთან მიხმობს გული ტიალი, შენს სადღეგრძელოს შევსვამ ფიალით. ქუჩაში შეგხვდი შენ ვერ მიცანი, უშენოდ ყოფნას არ აქვს მიზანი, შენთვის უცხო ვარ არ მიცნობ არა, მითხარი რამე გეყოფა კმარა. შენ ჩემს გულს ყოველთვის მითბობ, მე მასში არსებულ ადგილს გითმობ, არ ვიცი რა ვქნა რითი მოგხიბლო, სხვა გზა არა მაქვს უნდა მოგკბილო. არა მგონია შენ მე დამიჯერო, სანამ წამებით გული არ იჯერო, დაველოდები მე იმ გრძელ ღამეს, როდესაც ავიხდენ სანატრელ წამებს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |