9:21 PM შენ! | |
გცივა.. სიცივე, დარაჯივით დატოვეს წლებმა, მარჯნისფერ მაისს მიეკედლე მელანქოლიად, შენ, ახლა ცისფერ სიმარტოვეს ცასავით ხედავ, აღიქვამ ცხადად და მიზნამდე ისევ შორია, შენი ოცნების სამყოფელთან, ფიქრებს ქსოვს ქარი, ხედავ- ხელებსაც დაღლილობის აწუხებს ნერვი, მარტინით, რომით, ხან იაფი სასმელით მთვრალი, უსაბნოდ წევხარ და ცხოვრებას ქალივით წყევლი, აღარ გაწუხებს- როლებივით ბედთან თამაში, შენც თამაშობ და უბედობას უკრავს ცხოვრება, წარსული, აწმყო, მომავალი- ერთფერ გამაში გესახება და აპათიაც სულში მოძვრება, შემოდგომის მზე, ისევ ებრძვის სიცოცხლის ნიშანს, როგორც ზღვას გემი - განწირული მგზავრებით სავსე, ფურცელს ჯღაბნი და ამით თითქოს, შენც არა გიშავს, მიზნისთვის ბრძოლა, ერთადერთი შვილივით გავსებს, გსურს, საუკუნის ხელის გულზე გადაბრუნება, თუმც აღარ გჯერა სასწაულზე შექმნილ მითების და გადამრჩენი წამალივით გელამუნება, მოსაფერებლად გამოწვდილი ჩემი თითები... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |