2:57 PM საუბარი ფიქრებთან | |
საუბარი ფიქრებთან - გაიღვიძეო! ხელი მკრეს ფიქრებმა, გამოფხიზლდიო! ჩვენ შველა გვჭირდება: მარტოსულნი ვართო, გონების გარეშე, ღამის ბნელმა სიღრმემ ვერ შესძლო, დავეხსნეთ. გვაპატიეო, ძილი დაგიფრთხეთ, სიზმრად გექეცითო, შენ წერა დაიწყე, ფიქრი გასწავლეთო, მუზა დაცალეო, ცას, ღრუბლით დაქარგულს, ეს ლექსი ახარეო. ბევრი შეკითხვები გიჩნდება შენს თავთანო: რატომ მეწერება? მე გრძნობა მჭირდებაო! ცრემლი რატომ ვღვარო? ის სხვისით ივსებაო! ნეტავ, რა მოხდება? რწმენა მტკიცდებაო. ფიქრებო, ცოტა ხნით დამტოვეთ ჩემს თავთანო... მივხვდი, რომ გრძნობები ფიქრებს არ სცილდება, თურმე სიზმარშიც კი, დარდი არ გრილდება... გამოფხიზლდიო! დრო არ ჩერდება, თეთრად დამათენდა, მელანი მიშრება... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |