Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 24 » სამოთხის კართან
10:03 AM
სამოთხის კართან
შენ ისტორიის მოწილადე გახდი დღეიდან,
ჩემი ლექსების ადრესატი შემრჩი შენ ერთი.
უბის წიგნაკში ამ სიტყვებსაც მჯერა შეიტან,
გახსოვს? ჩვენ წმინდა მოწამეთა გზასთან შევერთდით.

შენ ქვეშმიწერის მაგალითად გავხარ წილადებს,
ქრიზანთემებიც მაგ თმებს შორის ადგილს გიცვლიან..
აპოთეოსი გაგიჟებულ ფიქრებს ილაგებს
და სასუფეველს უმზადებენ ლადოს, ტიციანს...

დრომ ფეხშიშველი ჰორიზონტის ჩრდილში შეტოპა,
მერე თებერვალს დააბერტყა ნიჭი სიცოცხლის..
ჩვენ ცოტა გვიან ან ცოტა ადრე შევხვდით ეტყობა
და რაც მადლი გვაქვს ერთმანეთის, ამას ვინ მოთვლის?!

გარყვნილ მოტივებს მე არ ვეძებ გაფაციცებით,
დროული არის უდროობაც შენთან არყოფნის.
მიწა ღვთისმშობელს დაულოცავს სადაც ვიზრდებით
და ამ მიწაზე მადლიანი ჩნდება ნაყოფიც.

ოდას ფეხები მოხრილი აქვს, მაინც მყარად დგას.
ამოდის კვამლი... ზამთარია... ვხედავთ კრამიტებს...
იტევს სიმძიმეს წიგნებიანს ძველი კარადაც
და შენზე მოძღვნილ ,,ეფემერებს’’ კიდევ დაიტევს.

დრო ახალგაზრდა გვიბერდება, თუმცა სათქმელი
იმაზე მეტი დაგვრჩენია, ვიდრე გვეგონა.
ვერ მოგატყუებ და ვერ გეტყვი რომ მე არ გელი,
რომ მე არ გნატრობ და მიგიჩნევ მხოლოდ მეგობრად.

პათეტიკურად მეორდება გვერდიგვერდ სუნთქვა
და ჩემეული მეთოდებით ვცდილობ დავძლიო.
არ მაპატიო უმანკოების აუგი თუ ვთქვა,
ჩემი ფიქრების დაუთვლელო სუფთა ნაწილო!

თუ ჩაგეკარი გაშლილ მკერდზე როგორც ნიავი
და შენს აურას დავაბიჯე ბილწი ფიქრები,
მერე წარსულით ვისაუბრებთ: ერთად ვიყავით...
მომავალში კი ერთმანეთის იქით ვიქნებით.

შენ ისტორიის მოწილადე გახდი იმ დღიდან,
როცა უფალმა დაგილოცა ღონე მშვენების.
ლექსს წაგიკითხავ შენზე მოძღვნილს, სათქმელს ვიტყვი და
მერე სამოთხის კარებთანაც მოგეფერები.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 749 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.