********
მე ვადღეგძელებ იმ დიდი სიყვარულს ჩუმად, უსიტყვოდ გულში რომ კვდება,
მე ვადღეგძელებ იმ მონატრებას, რომლის შეგრძნება არასდროს ქრება...
**********
სიყვარულს გაუმარჯოს ჩუმსა და აუხსნელს,
გული რომ ვერ ამბობს და თვალი რომ გაუგებს
სიყვარულს გაუმარჯოს ჩუმსა და აუხსნელს,
გოგო რომ ვერ ამბობს და ბიჭი გაუგებს
********
იმ პირველ კოცნას გაუმარჯოს,
მოულოდნელობით სულს რომ შეგიშფოთებს,
მერე გონს მოსული ჩუმად ატირდები
და ცრემლებისას დააყენებ გუბეს,
იმ პირველ სიყვარულს გაუმარჯოს,
მასზე გათენებულ ღამეს რომ აფიცებ
მრავალჯერ ეცდები მის დავიწყებას
მაგრამ ვერასოდეს ვერ დაივიწყებ
********
ჭიქას დახედა შავი თვალებით,
მთვრალი იყო და მაინც დალია,
თავი დახარა... თქვა დანანებით:
...ეჰ, სიყვარულო, შენი ბრალია...
ისევ შემთხვევით, ეს მერამდენედ,
ერთმანეთს შეხვდნენ ჩვენი თვალები,
რა პატარაა ეს დედამიწა,
სიყვარულს ვერსად დაემალები..
********
ჩვენს ლამაზ სამშობლოს საქართველოს გაუმარჯოს.
საქართველოში სალოცავებს გაუმარჯოს,
სალოცავებში ხატებს გაუმარჯოს,
ხატების წინ ანთებულ სანთელს გაუმარჯოს,
სანთლის წინ დაჩოქილ მუხლებს გაუმარჯოს,
მუხლებში ჩაღვრილ ცრემლებს გაუმარჯოს,
და ამცრემლებში ჩაქსოვილ ლამაზ და წმინდა გრძნობას სიყვარულს,
სიყვარულს გაუმარჯოს!!!
ჩვენს ლამაზ სამშობლოს საქართველოს გაუმარჯოს,
საქართველოში სალოცავებს გაუმარჯოს,
ლამაზ წმინდა გრძნობას გაუმარჯოს.