8:02 PM რა სასწაულმა შემახვედრა შენთან არ ვიცი | |
რა სასწაულმა შემახვედრა შენთან არ ვიცი ან ამ სიყვარულს ტკივილამდე რატომ განვიცდი, როცა შენ გხედავ აღარ მახსოვს ქვეყნად არავინ, როცა გშორდები დარდი მიპყრობს დაუფარავი... გნატრობ,მოგელი და შენს გზაზე მწყდება თვალები, იცი,მიყვარხარ,შენ თუ გინდა ნუ გეყვარები ვცდილობ როგორმე მივაკვლიო სხვა გულის სითბოს, მაგრამ ყინულით დაფარულა თითქოს ქვეყანა... შენზე ვილოცებ სანამ ქვეყნად დავიარები, დამრჩება გული შენი ტრფობით ნაიარევი მთელი ცხოვრება მხოლოდ შენზე დარდს შევალიე, ოო არ იფიქრო, ვესწრაფოდე გრძნობას წამიერს... სიკვდილის დროსაც ბაგე მხოლოდ შენს სახელს იტყვის გინატრებ გულით,სიყვარულით,ოცნებით,სიტყვით, თუ კი არსებობს სულის ყოფნა სიკვდილის შემდეგ, ცივ სამარეშიც ცრემლიანი ვილოცებ შენზე... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |