11:52 PM რა მოხდა, დაშავდა რამე? | |
დავთვერი ...რა მოხდა, დაშავდა რამე? ნუთუ დედამიწამ შეწყვიტა ბრუნვა? ნუთუ ზღვის ტალღების ხმაური ჩახშა და ცოცხალმა სამყარომ შეწყვიტა სუნთქვა?! მარტო არ დავმთვრალვარ....ჩვენ ორნი ვსვამდით, ლამაზი სანთლებით მოჭედილ ცასთან, ის იქით იყო, მე კი სულ აქეთ, ღამის სილამაზემ კი შეგვყარა ზღვასთან! ის ღამეს სტუმრობდა..... მე კი მას ვესტუმრე, ღვინის ბოთლით ხელში ხელში......დაუპატიჟებლად, ჩვენ ორნი ვიყავით.... ვუგებდით ერთმანეთს ვუგებდით სიგიჟესაც.... გასაგიჟებლად. მე მას ვუხსნიდი თუ როგორ მიყვარს, თუ როგორ მეფიქრება მასზე ეულად, ისიც მისმენდა .....მისთვის ჩვეულად, და აღმიქვამდა..... გადარეულად. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |