Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 2 » პირველი ევროპელები / pirveli evropelebi
6:02 PM
პირველი ევროპელები / pirveli evropelebi
შვეიცარიელ მეცნიერთ სენსაციური აღმოჩენა
– ეგვიპტელი ფარაონები და თანამედროვე ევროპის მკვიდრთა
ნახევარზე მეტი გენეტიკურად კავკასიელები არიან

pirveli evropeli qartvelia

ნუ დაიზარებთ, გააზიარეთ facebook_ზე ეს ხომ საერო საქმეა...


ციურიხის გენეალოგიური კვლევის ცენტრს ეგვიპტელმა მეცნიერებმა ტუტანხამონის მუმიის მარცხენა მხრისა და ფეხის ძვლების ქსოვილებიდან აღებული დნმ-ის ნიმუშები გადასცეს, ფარაონის ოჯახის წევრთა ჩახლართული ნათესაური კავშირების დასადგენად. ამ გამოკვლევის შედეგებმა მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო - აღმოჩნდა, რომ ტუტანხამონს და თანამედროვე ევროპის მკვიდრთა ნახევარზე მეტს კავკასიური გენები აქვთ, კერძოდ, გერმანელთა - 45 პროცენტს, შვეიცარიელთა - 50 პროცენტს, ესპანელთა 70-80 პროცენტს, ბრიტანელთა და ფრანგთა 60-70 პროცენტს არანაკლებ შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ის ფაქტიც, რომ თანამედროვე ეგვიპტელთა მხოლოდ ერთ პროცენტს აღმოაჩნდა ფარაონის გენები. როცა წლების წინ ცნობილმა ბასკოლოგმა იური ზიცარმა (მე მისი პირველი ქართველი დიპლომანტი ვარ) მითხრა, მეცნიერთა ვარაუდით, პრეისტორიული მსოფლიო იბერიულ - კავკასიური ტომებით იყო დასახლებულიო, ბოლომდე ვერ დავიჯერე, მაგრამ შვეიცარიელ გენეტიკოსთა სენსაციური აღმოჩნდა ამ ვარაუდის დამადასტურებელ ერთგვარ ნივთმტკიცებადაც კი შეიძლება ჩაითვალოს, იმავე მოსაზრებას გამოთქვამს თავის ნაშრომებში („კოლხეთი - ჩვენი სამყაროს კარიბჭე" და „ კაცობრიობის ისტორია კოლხეთით იწყება") ისტორიის დოქტორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი კლიმენტი შელიაც. დღეს იგი „ ასავალ-დასავალის" სტუმარია. 

„როიტერისა" და „ბი-ბი-სი"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ციურიხის გენეალოგიური კვლევის ცენტრის დირექტორმა, შვეიცარიელმა პროფესორმა რომან შოლცმა განაცხადა: „ვფიქრობ, ეგვიპტელი მმართველებისა და ევროპელების საერთო წინაპარი 9500 წლის წინ კავკასიაში ცხოვრობდა. 7000 წლის წინ კი მისი შთამომავლები ევროპაში დასახლდნენ. ნაწილმა ეგვიპტემდე მიაღწია და მმართველ კასტად ჩამოყალიბდა".

ციურიხის გენეალოგიური კვლევის ცენტრში ასევე ამტკიცებენ, რომ ფარაონთა ოჯახის კავკასიიდან ან შავი ზღვის სანაპიროდან წამოსული წინაპრების შთამომავალნი არამარტო დასავლეთ ევროპას, არამედ მსოფლიოს მოედვნენ, სწორედ მათი ერთი შტო აღმოაჩინეს გენეტიკოსებმა ეგვიპტესა და კონტინენტის სამხრეთში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ შვეიცარიელმა მეცნიერებმა, ჯერჯერობით ეგვიპტელ ფარაონთა მამრობითი სქესის ევროპელი შთამომავლები გამოიკვლიეს, რადგანაც Y ქრომოსომის მხოლოდ ის თავისებურებანი აქვთ შესწავლილი რაც მამრობითი ხაზით გადაეცემა თაობებს თითქმის უცლელად. სამწუხაროდ, X ქრომოსომის საშუალებით ნათესავთა სულ 2-3 თაობის დადგენაა შესაძლებელი, ასე რომ, ქალთა გენეტიკური მემკვიდრეობის გამოსაკვლევად მიტოქონდრიების შესწავლაა საჭირო, რასაც მეცნიერები ახლო მომავალში აპირებენ და მუშაობას მარია ანტუანეტას წინაპრების დადგენით დაიწყებენ.

ეგვიპტელმა მეცნიერებმა 16 მუმიის დნმ შეისწავლეს ტუტანხამონის ახლო ნათესავთა გამოსავლენად, მათ შორის, ეხნატონისა და ამენჰოტეპ მესამის. ფარაონის ბებია აღმოჩნდა ტია - ეხნატონის დედა, მამა - როგორც ვარაუდობდნენ, ეხნატონია, ხოლო დედა ჯერჯერობით დაუდგენელია.

პირველი ევროპელები / pirveli evropelebi
კლიმენტი შელია.

პროფესორი: - ისტორიულ მასალათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ ძველ ეპოქაში კოლხებს, ანუ ქართველებს ეკავათ მცირე აზია, წინა აზია , შუამდინარეთი, ხმელთაშუაზღვისპირეთი, პირენეი, აპენინი, ტერიტორია მეწამული ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ჩრდილოეთ ინდოეთის რეგიონი კავკასიის ჩათვლით. წინაბერძნული მოსახლეობაც - პელაზგები და ეტრუსკები, კოლხური წარმომავლობის იყვნენ. მათ შექმნეს ანტიკური, ბერძნული კულტურის წინაპირობები და კაცობრიობის ცივილიზაციის მესაძირკვლენი გახდნენ, ასე რომ, შვეიცარიელ გენეტიკოსთა აღმოჩენა ჩემთვის ნამდვილად არ ყოფილა მოულოდნელი. დიდმა მეცნიერებმა თამაზ გამყრელიძემ და რისმაგ გორდეზიანმა ყველაზე უკეთ იციან, რომ საქართველო უძველესი და უპირველესი ქვეყანაა. ჩვენ არანაირი აღმოჩენა არ გაგვიკეთებია, მხოლოდ არსებული მასალები შევკრიბეთ და გავაანალიზეთ, მაგრამ ხმას ვერ ვიმაღლებდით, რადგანაც მსოფლიოში გამეფებული თვალსაზრისის წინააღმდეგ გამოსვლა ძნელია, შეიძლება, უშედეგოც. ვფიქრობ, შვეიცარიელ გენეტიკოსთა აღმოჩენა სამზეოზე გამოიტანს ჩვენს სიმართლეს.


- წიგნში „კაცობრიობის ისტორია კოლხეთით იწყება", წერთ, რომ ნეფერტიტი ქართველი მეფის ასულია, ხოლო ფარაონი აიე (ეიე) - მისი ბიძა. რას გვეტყვით ეგვიპტელ მმართველთა კავკასიური წარმომავლობის შესახებ?

პირველი ევროპელები / pirveli evropelebi

- ისტორიის მამა ჰეროდიტე წერს: „ ცხადია, რომ კოლხები ეგვიპტელები არიან ... მხოლოდ კოლხები და ეგვიპტელები ამუშავებენ სელს ერთნაირად: მთელი ცხოვრება და ენა მსგავსი აქვთ ერთმანეთის ..." მის ნათქვამში შესწორება ჩვენ წლების წინ შევიტანეთ: კოლხები კი არ არიან ეგვიპტელები, არამედ ეგვიპტელები არიან კოლხების შთამომავალნი, რაც შვეიცარიელ გენეტიკოსთა გამოკვლევამაც დაადასტურა ძვ. წ. XIV საუკუნის შუა წლებში ჩრდილოეთ საქართველოს სამეფოს - მითანის (ანუ მითანის მთიანეთის) მეფე იყო რატი, რომლის ასული თათუ ქიმეთის, ანუ ეგვიპტის ფარაონმა ექნატონმა (ეხნატონი, ექნათონ-აჩინა) შეირთო ცოლად და რადგანაც მისი მეუღლე გახდა, ტრადიციისამებრ, დაერქვა ახალი სახელი - ნეფერტიტი, რაც უცხოეთიდან ჩამობრძანებულ ულამაზეს ქალბატონს უნდა ნიშნავდეს. თათუ ბატონიშვილს თავზე სწორედ ისეთი გვირგვინი ადგას, როგორიც კოლხეთის მეფე ანმარეს (ანმარეს იმპერია). ის ეხნატონის ჩვეულებრივი მეუღლე არ იყო, ქმრის სიკვდილის მერე თათუ- ნეფერტიტი ფარაონი გახდა. მას თანამოსაყდრედ ჰყავდა უფროსი ქალიშვილი - ანქისეპა-ათენა. 3-4 წლის შემდეგ თათუ ნეფერტიტი გარდაიცვალა და ტახტზე დასვეს 9 წლის ბიჭუნა თუთანქიათენი - თუთანქამონი, რომელიც ნათესავების, პირველ რიგში, ქვეყნის „პრემიერ-მინისტრის" და უმაღლესი ქურუმის, კოლხი აიეს - მეფე რატის ძმის, ანუ თათუს ბიძის დახმარებით მართავდა ქვეყანას.


- ვინ იყო ტუტანხამონის დედა? სხვათაშორის, შვეიცარიელ გენეტიკოსებს ჯერ არ გამოუკვლევიათ მისი ვინაობა.
პირველი ევროპელები / pirveli evropelebi
- ზოგი მეცნიერი ფარაონის დედად თათუ-ნეფერტიტს მიიჩნევს, ზოგიც თვლის, რომ იგი ქართველთა მეფის სხვა ასულმა - ქიიამ გააჩინა. ფაქტია, რომ მას თათუ ბატონიშვილმა დედობა გაუწია და გაზარდა, თუ ბიოლოგიური მშობელი არ იყო, ახლო ნათესავად მაინც ერგება. „პრემიერ-მინისტრი" აიე (ეიე) ტუტანხამონის დედის ბიძა იყო და ახალგაზრდა ფარაონის, რომელიც 19 წლის ასაკში გარდაიცვალა, დაკრძალვის ცერემონიას უწევდა ხელმძღვანელობას. იგი ეგვიპტის შემდეგი ფარაონი გახდა და 10 წლის განმავლობაში მშვიდობიანად მართავდა ქვეყანას. სხვათაშორის, ნეფერტიტის უმცროსი ქალიშვილი - მეთი-ათენა - საქართველოს დედოფალი იყო, იგი ქადაშმან მეფემ შეირთო ცოლად და თანამედროვე სამხრეთ ერაყში ცხოვრობდა. 

- მეცნიერთა მიერ კავკასიური გენის მატარებელი ამდენი ევროპელის გამოვლენას რით ახსნით?

- ედუარდ დემოლინსი (ფრანგი) წერს: ეგეოსიდან თუ ზევით ავიწევით, ვხედავთ სამხრეთ გერმანიას, საფრანგეთს ... ეს ადგილები ეკავათ იბერებს. ამის კვალი შემონახულია გერმანულ და ფრანგულ ენებში და ამასვე მოწმობს ადგილებისა და მდინარეების
სახელები. ეტრუსკები, ისე როგორც კელაზგები, კოლხეთიდან არიან გადმოსახლებულნი და კოლხეთმა დაუდო სათავე მედიტერანულ კულტურას, მის ფიზიკურ და სოციალურ ტიპს, მის მხატვრულ გემოვნებას". სხვათაშორის, ბევრს ლაპარაკობენ და წერენ, რომ კორსიკელები ახლაც „ქართ"-ს უწოდებენ თავიანთ ენას, კუნძულს და ქვეყანას, ხოლო ნაპოლეონს - ქართველს.

- რას მეუბნებით, ნაპოლეონიც ქართველი იყო?!

- ბონაპარტმა შესანიშნავად იცოდა თავისი კოლხურ-ბასკური წარმომავლობის შესახებ და დაცვის უფროსადაც ტყვედაყვანილი ქართველი ოფიცერი, ყოფილი მამლუქი რუსტან (როსტომ) რაზმაძე დანიშნა. კორსიკის მცხოვრებთა მნიშვნელოვან ნაწილს შენარჩუნებული აქვს ქართული ადათ-წესები, ზნე-ჩვეულებები, კეთილშობილური ქცევა, მრავალხმიანი სიმღერები, ცეკვები და მეგრული სამზარეულო. სხვათაშორის, ერთხელ რუსტანმა მტრის მოქნეული ხმალი ააცილა ნაპოლეონს და სიკვდილს გადაარჩინა. ბონაპარტს მისი საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნაც უნდოდა ...

- ეგ პოსტი, თუ არ ვცდები, ფუშეს ეკავა ...

- დია, სწორედ მისი ცხოვრების მკვლევარი ლუი მადლენი წერს, რომ ნაპოლეონს მინისტრის პოსტზე რუსტანის დანიშვნა სურდა ... ბონაპარტი საუბრის დროს ხშირად ახსენებდა ხოლმე, რომ მის ძარღვებში კავკასიური სისხლი ჩქეფდა. ნაპოლეონს ახლო ურთიერთობა ჰქონდა სამეგრელოს თავადებთან, დადიანების ოჯახთან. ბონაპარტის ნაჩუქარი ჭადრაკი ახლაც ინახება დადიანების ყოფილ საგვარეულო მუზეუმში. როცა ნაპოლეონი მოკვდა, სახიდან აუღეს ორი ნიღაბი, რომელთაგანაც ერთი პარიზში ინახება, მეორე - ზუგდიდში, დადიანების საგვარეულო მუზეუმში. შეგახსენებთ, რომ დადიანების სიძე იყო აშილ მიურატი, სალომე დადიანის მეუღლე.

- ცნობილია ასევე, რომ ნაპოლეონი დიდ პატივს სცემდა რუსეთის იმპერიის სამსახურში ჩამდგარ ქართველ გენერალს პეტრე ბაგრატიონს ...

- როცა ბონაპარტს უნიჭიერესი ქართველი გენერლის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს, მან გლოვის ნიშნად წუთიერი დუმილი გამოაცხადა და მუხლმოდრეკილმა სცა პატივი პეტრე ბაგრატიონის ნათელ ხსოვნას ....

ჯერ კიდევ ძველი ბერძნები ამბობდნენ, მეწამული ზღვიდან კასპიის ზღვამდე კოლხეთი იყოო ...

- კი, მაგრამ, სომხების შესახებ რა ცნობებს გვაწვდიან ძველი დროის ისტორიკოსები?

- ჰეროდიტე მათ არც კი ახსენებს ...

- რატომ?

იგი ძვ.წ-ის V საუკუნეში მოღვაწეობდა, ასე რომ, ჰეროდოტეც და სხვა ბერძენი სწავლულებიც ზემოაღნიშნულ სივრცეში, ანუ მეწამული ზღვიდან კასპიის ზღვამდე, სხვა ხალხებსა და ქვეყნებს ვერ ხედავდნენ, კოლხეთის გარდა. ისინი აღმოსავლეთ საქართველოსაც კოლხეთად აღიქვამდნენ.

იმხანად სახელწოდებით „სომხეთი" არც ქვეყანა იყო და არც რაიმე სახელმწიფო გაერთიანება, სამაგიეროდ ძვ წ.-ის 3200-3100 წელს არსებობდა უძველესი და უპირველესი ქალაქი კოლხა - კულხა მდინარე ბურანუნის (ევფრატის) ქვემოწელში. ძვ.წ-ის 3185-3120 წლებში კოლხეთის უდიდეს სამყაროს განაგებდა (ცენტრი იყო ხერთვისი) ქალაქ კოლხას დამაარსებელი მეფე ანმარე (ღვთის კაცი).

აბა, სომხები რომ ამბობენ,ზღვიდან ზღვამდე ჩვენი იყო ყველაფერიო?
ამერიკელმა მეცნიერებმა კარგა ხანია, გამოიკვლიეს მსოფლიო ხალხების
გენეალოგია და შესანიშნავად იციან, ვინ ვინ არის. მთელი მსოფლიო დასცინის ისტორიის ფალსიფიკატორ სომხებს, მეცნიერულ წრეებში სერიოზულად არავინ აღიქვამს მათ ნაბოდვარს. თუ მოსულები არ არიან, რატომ განეკუთვნება სომხური ენა ინდოევროპულ ენათა ოჯახს? თქვენი თქმისა არ იყოს, ეს ფაქტი ხომ მათი ინდოევროპული წარმომავლობის ერთგვარი ნივთმტკიცებაა! .. ქართველებისა და ბასკების ნათესაობა სწორედ იმ გარემოებით დგინდება, რომ ჩვენი ენები იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახს მიეკუთვნება. ბასკები შორს არიან, სომხები - ყურის ძირში, მაშ, რატომ არ შედის სომხური იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში?!

მესროპ მაშტოცმა ანბანი რომ შეგვიქმნა, ამაზე რას იტყვით?

„ ფესტოსის დისკო", რომელიც კუნძულ კრეტაზე (ქალაქ ფესტოსში) აღმოაჩინეს, 4 ათასი წლის წინანდელი კოლხური დამწერლობაა. 2010 წლის ივლისში კემბრიჯის სწავლულთა გამომცემლობამ გამოაქვეყნა რობერტ მორატის 400-გვერდიანი წიგნი „ქვები, რომლებიც მეტყველებენ", რომლის 150 გვერდი ქართველ მკვლევარს, ბატონ გია კვაშილავას მიეძღვნა. ავტორის აზრით, მან „ფესტოსის დისკო" მსოფლიოში ყველაზე სწორად გაშიფრა და პროტოქართულ (წინაქართულ) ენაზე აალაპარაკა 4000 წლის წინანდელი კოლხური დამწერლობა. უკეთესს გეტყვით, დღემდე გაუშიფრავი იბერიული ფირფიტებიდან ერთ-ერთი წაიკითხა მკვლევარმა შოთა ხვედელიძემ - უცნობი ტექსტი მან ასომთავრულითა და ქართული ენით გაშიფრა. აკადემიკოსმა ა. ბელოპლედევსკიმ დაასკვნა: „მიმაჩნია, რომ გაშიფვრა, ტექსტის წაკითხვა სწორად მოხდა". ამ შეხედულებას იზიარებდნენ ისტორიკოსი ილია ბარაჟკოვი და ბასკოლოგი იური ზიცარი. სამწუხაროდ, შოვინისტმა რუსებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ბატონ შოთას მუშაობა არ გაეგრძელებინა, თორემ მეცნიერთა აზრით, ქართული დამწერლობის წარმოშობა 3479 წლით გადაიწევდა, ასე რომ, ქართული ანბანის ფესვები „ფესტოსის დისკო" და იბერიული ფირფიტებია. ცნობილია, რომ ბიბლიაზე ადრე ხუთი ქართული წიგნი არსებობდა:
1. „ეფუთი" (7 ათასი წლის წინანდელი), რომელსაც სამეგრელოს მკვიდრნი „პირველ ბიბლიას" უწოდებდნენ, რადგანაც შიგ 10 მცნება ეწერა. სამეგრელოში დიდმა და პატარამ იცის, რომ „ეფუთში", საკაცობრიო ნამოღვაწარში, გადმოცემული იყო ქვეყნის წარსული და მომავალი, რაც ზუსტად სრულდებოდა. იგი შედევრების წიგნი, სიბრძნის კრებული იყო და 4 ათასი წლით უსწრებდა ბიბლიას;
2. „მარგალითი" (7 ათასი წლის წინანდელი);
3. „ტოფშა" (3 500 წლის წინანდელი);
4. „ტაბუ" (3 500 წლის წინანდელი);

5. „ოქროს საწმისი" (ანუ კვიბრი, იგივე წიგნი - 3 300 წლის წინანდელი) … როცა ქართველები ამ წიგნებს წერდნენ, მაშინდელ მსოფლიო რუკაზე სომხეთის სახელმწიფო არც კი არსებობდა, ]რაც შეეხება სომხურ ანბანს, ცნობილია, რომ იგი ქართველებმა - პეტრე იბერმა და მითრიდატე ლაზმა შექმნეს. სხვათაშორის, სახარებაც მითრიდატე ლაზმა თარგმნა სომხურ ენაზე. 
ნუ დაიზარებთ, გააზიარეთ facebook_ზე ეს ხომ საერო საქმეა...

წყარო : გაზეთი ასავალ – დასავალი

P.S.
დმანისის რაიონი და მდიდარია თავისი ისტორიული წარსულით. ამ რაიონში მრავლად არის აღმოჩენილი ბრინჯაოს, ანტიკური და შუა საუკუნეების ხანის მრავალფეროვანი არქეოლოგიური (ნაქალაქარი, ნასოფლარები, სამაროვნები) და არქიტექტურული (ციხე-სიმაგრეები, ეკლესია-მონასტრები) ძეგლები. ყველაზე საინტერესო დმანისის ნაქალაქარია, სადაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და წინარე ისტორიის ყველა პერიოდი: გვიანბრინჯაო-ადრერკინის, ანტიკური და შუა საუკუნეების ხანის ფენები და მდიდარი არქეოლოგიური მასალა. მდინარეების – მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან აღმართულ კონცხზე გაშენებული იყო შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალაქი. იგი სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარეობდა. აქ შემოდიოდნენ მთავარი საქარავნო გზები, აღმოსავლეთიდან, წინა აზიიდან და დასავლეთიდან- ევროპიდან.

დმანისის ნაქალაქარის უნიკალურობა განსაკუთრებით იმაში გამოიხატება, რომ მის ცენტრალურ ნაწილში შუა საუკუნეების ნაგებობების ქვეშ არსებულ დანალექ ფენებში გამოვლინდა დიდი რაოდენობით უძველესი (დღეს გადაშენებული) ცხოველების (მარტორქა, სპილო, ჟირაფი, გიგანტური სირაქლემა, ხმალკბილა ვეფხვი და სხვა) და ადამიანის (5 თავის ქალა, 4 ქვედა ყბა და 60-მდე სხვა ნაწილები) ძვლები.

სამეცნიერო დასკვნა
მეცნიერების მიერ საბოლოოდ დადგინდა, რომ დმანისელი ადამიანი HOMO Eრეცტუს-ების ადრეულ ჯგუფს HOMO Eრგასტერ -ს განეკუთვნება და თარიღდება 1,8-1,7 მილიონი წლით. (პირველ ევროპელებს არქეოლოგებმა ქართული სახელები მისცეს ზეზვა და მზია) აქედან გამომდინარე მსოფლიოში აფრიკის გარეთ უძველესი ადამიანი დმანისში აღმოჩნდა. უკვე ჩამოყალიბდა აზრი მთელ მსოფლიოში, რომ დმანისი პირველი ევროპელის სამშობლოა..
ბირთვისები მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში. დმანისისდან 30-35 კილომეტრში. ბირთვისები შუა ტყეში მოქცეული კანიონებია, სადაც ციხესიმაგრეები იყო გაშენებული და თვადაცვითი ფუნქცია ეკისრა. ბირთვისების ციხესიმაგრეთა კომპლექსი თარიღდება მე-11 საუკუნით. 1403 წელს საქართველოში თემურ ლენგის ლაშქრობის შემდეგ დამპყორბელს ეს მიუვალი მანამადე აუღებელი ციხესიმაგრე აუოხრებია, რის შემდეგაც ციხესიმაგრემ თავისი თავდაპირველი დანიშნულება დაკარგა, თუმცა გარკვეული ქართული გარნიზონები ამ ციხესიმაგრეში მე-18 საუკუნემდე გვხვდებიან.
.

კატეგორია: სხვა და სხვა♥ | ნანახია: 2287 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2012-02-02 - 6:03 PM

magari ragacaaa cool

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.