7:10 PM ორი არსება | |
არსებობს ქვეყნად მრავალი რჯული, მილიარდობით ადამიანი: დინჯი, თამამი და დაჩაგრული, უსამართლო და სამართლიანი. მაგრამ ამჯერად ორი სხეული, ორ ადამიანს აღვწერ უფალო, ერთი თვლის, რომ არს გამორჩეული, მეორე ამბობს: "მე ვარ უბრალო!” I არის ეული, გულდასერილი, ბოღმით აღსავსე, სულით სნეული, ყოვლის მოძულე, კარჩაკეტილი და ამბობს: "მე ვარ გამორჩეული.” II არის კეთილი, არა დევნილი, სილაღით სავსე, არა უნაკლო, სასიამოვნო, ხან განდეგილი და ამბობს: "ხალხო მე ვარ უბრალო.” ასეა ზოგი იმას გასძახის, რაც ის არასდროს არა ყოფილა, ის კი ცოტაა, სიტყვა მართალით ბრბოს, რომ დროზევე გამოყოფილა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |