8:14 PM "მზის მკლავებში გათანგული " | |
მზემ უჩვეულოდ თვალი განაბა, წაბლთან ბავშვივით თამაშობს ბაო. ზღვას, რომ გავხადე ზღვისფერი კაბა, ცის თვალი გავხდი უღრუბლო ცაო. ალთას და ბალთას მოვტოპავ სალი, მე ფეხშიშიველი ცხოვრების ზღვაზე. მსურს მივალეწო სხეული ტალღას, ხან საფეთქელი დავარტყა ქვაზე. მოერეკება ოცნების ჰუნე, ადექით ხალხნო! რა დროს ძილია! მე სიყვარული შევინარჩუნე, რომელიც ვნებით აღჭურვილია! არ აყვავდება დღეს ჩემი დარდი, კვლავ საკუთარი სამყარო ვპოვე. ქალავ მას შემდეგ რაც შემიყვარდი, მე პოეზიის ცა მივატოვე. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |