Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 3 » მზეს თაფლისფერი ჰქონდა თვალები
5:33 PM
მზეს თაფლისფერი ჰქონდა თვალები
მზეს თაფლისფერი ჰქონდა თვალები 
იასამანის საღამო ეცვა 
ზღვაში შეჭრილი ფერისცვალების 
სევდანარევი ფრთა შეეკეცა 

და ტალღის შრიალს შრიშინი ფანქრის 
აჰყვა კვალდაკვალ შალა სიშორე 
ვიყავი ყველგან სად ქარი დაჰქრის 
და სხვა სამშობლო ვერსად ვიშოვე 

ჩემში ქართული რეკენ ზარები 
მიჩანჩქერებენ მთები ბარძიმებს 
მგზავრის სიმღერად დავიარები 
შარად შორს შარის შური მამძიმებს 

და იყო ასე ზღვა რეცხდა ქვიშას 
ვეგუებოდი მეც ჩემს განაჩენს 
რაჭაში მინდა სხვა არა მიშავს 
დაღლილ ტალღებად ვიტყვი დანარჩენს 

ნაპირზე დავრჩი ნაფეხურებად 
ცივი ცრემლები სცვივათ წამწამებს 
მე მიწა წიგნად დამეხურება 
და პოეტობას ბედი დამწამებს 

მზეს თაფლისფერი ჰქონდა თვალები 
იასამანის საღამო ეცვა 
დაააააააა 
თითქოოოოს 
სხივთა ფერისცვალების 
სევდანარევი ფრთა შეეკეცა
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1366 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.