Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 26 » მოძრაობის სურვილით
0:15 AM
მოძრაობის სურვილით
მოძრაობის სურვილით, გულისცემის კვალდაკვალ,
ბაქანს გასცდა მომწვანო მატარებლის ვაგონი.
ლიანდაგის საზღვრიდან სხვა საზღვრებში გადავალ,
გადავალ და ძახილზე პასუხს არ გაგაგონებ.
მზის ამოსვლით პლატფორმას დატყობია მოტივი,
შიგადაშიგ ბობოქრობს ორთქლმავალი ძაძებით.
მემღერები აკორდის მოკრძალებულ ნოტივით,
მემღერება ბავშვურად დახატული განცდებიც.
თვალებს იფშვნეტს აპრილი, გამოფხიზლდეს იქნება.
ბავშვის სულში მარტვილობს ოცნებების წუთები.
შენს ხასიათს არც ისე რთულად უნდა მიგნება,
ვიწყებ მარტივიდან და ბოლობოლო ვრთულდები.
..............
მოძრაობის სურვილით... ბაქანს გასცდა მომწვანო
მატრებლის ვაგონი და მოძრაობს უწყვეტად...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 721 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.