Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 9 » მჯერა ვიპოვე რასაც ვეძებდი
7:50 PM
მჯერა ვიპოვე რასაც ვეძებდი
ვერასდროს დავწერ მე უკვე სხვაზე,
არ მყვარებია არასდროს ასე!
ლექსი არ არის კაცზე და ქალზე,
სტროფებით მე ნამდვილ სიყვარულს ავღწერ!

მჯერა ვიპოვე, რასაც ვეძებდი,
წრფელი ვარ მართლა არ ვამბობ ტყუილს,
ეს არის განცდა, მაღალი ცაზე,
მინდა ამ გრძნობით სამყაროს გავცდე!

ღამე დავწვები, დავხუჭავ თვალებს,
შენს ყველა ქალაქს ფიქრებში ვხატავ,
აქ ხეტიალით დავიღლი ფეხებს,
მე ამ ყველაფერს ვადარებ ედემს!

ოცნებით შორს ვარ უკვე წასული,
KOLN-ის ფერდობზეც კი ვარ ასული,
არავის ვეგონო ხაზ-გადასმული,
არ ამოქექოთ ჩემი წარსული!

აგიღწერთ ფიქრებს, დავიწყებ ასე:
ღმერთო მე მიყვარს, მეტად ჩემს თავზე!
სიტყვებს აქვს ძალა, ოღონდ აქ არა,
ეს გრძნობა ყოველგვარ სიყვარულს გაცდა!

ბევრს ვეგონები, უვიცი გიჟი,
რომელსაც არ აქვს არაფრის ნიჭი,
არ დაიჯეროთ ხალხი რას ბოდავს,
თუ სიყვარულის გწამთ, თუნდაც ოდნავ!

ეს არის ქვეყანა, რომელზეც ვდარდობ,
ჩემს თავს ყოველწუთს მის გვერდით ვნატრობ,
აქ ცხოვრობს ხალხი სიკეთის ლტოლვით,
აქ გულს არავინ არ ივსებს ბოღმით!

ჩემი სიტყვები, ფიქრები წრფელი,
მაგრამ ბევრისთვის არაფრის მთქმელი,
მთავარია რომ მე ვამბობ სათქმელს,
რომელიც აჩრდილად მთელი დღე დამზდევს!
 
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 728 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.