12:55 PM მიყვარხარ ანუ უსათაურო პოსტი | |
–მიყვარხარ –ჰმ.. რატომ? – რატომ?! რავი გუშინ მაგაზე ვფიქრობდი ზუსტად, ვერ მივხვდი რამ შემაყვარა შენნაირი გამოშტერებული – დეგენერატო! სულ როგორ შეიძლება ღადაობდე?! ნორმალურად ვერ მოიქცევი? ასეთ მომენტებში მაინც… – შენ ალბათ იმის მოსმენა გინდოდა, თუ როგორ შემიყვარდი პირველივე დანახვისას, მერე უნდა დამეყოლებინა რომ შენ ყველაზე ლამაზი ჭკვიანი და კეთილი არსება ხარ, მაგრამ… ხომ იცი, რომ ტყუილები არ მიყვარს… პირველ დანახვაზე მხოლოდ შენი ფეხები და ღიმილი მომეწონა, ხასიათი აუტანელად ჩავთვალე, ისე კი განათლებული დებილი მეგონე… მერე და მერე კი ხასიათი მომეწონა, სტანდარტული ფეხების და ღიმილის გარდა თვალებიც შევამჩნიე, თვალებმა კი შენს გულში ჩამახედეს, მომეწონა იქაური არეულობა და… ასე მოხდა ეს ყველაფერი… –მეზიზღები! –მეც (მიყვარხარ!) | |
|
სულ კომენტარები: 0 | |