9:16 AM მიყვარხარ.... | |
ფიქრებიდან გამოვერკვიე, ამოვიოხრე და ქურთუკს დავუწყე ძებნა. საკმაოდ ციოდა უკვე, და ბუხრის ანთება გადავწყვიტე. სკამზე მიგდებულ ჩემს ქურთუკს ხელი მოვკიდე და მოვიხურე და აკანკალებული გარეთ გავედი. ირგვლივ ყველაფერი გადათეთრებული იყო. თოვლი უკვე მუხლებამდე იყო, მაგრამ არ ჩერდებოდა. ირგვლივ მიმოვიხედე , გარშემო სახლები ძლივს მოსჩანდა. ალბათ ვისაც ზამთარში გინახავთ ახალდაბა , დამეთანხმებით როგორი სიცივე და დიდთოვლობა იცის. საახალწოდ მეგობრებმა გადავწყვიტეთ, ერთ-ერთის სახლში გაგვეტარებინა რამოდენიმე კვირა. ახლა ბიჭები წასულები იყვნენ, მე კი მიჩვეული არ ვიყავი საკუთარ სახლში ცხოვრებას და ცოტა არ იყოს მიჭირდა შეგუება. ეზოში შეშის რამოდენიმე ნაჭერს ხელი დავავლე და სახლში შევიტანე. კარის მოხურვა არც დამჭირვებია, ქარმა ზუზუნით ჩამიქროლა და მთელი ძალით მიაჯახუნა კარი. ბუხართან ჩავჯექი შეშა დავალაგე, და ცეცხლი მოვუკიდე.ბუხარი სასიამოვნოდ აგიზგიზდა. მე მის წინ ჩამოვჯექი და ხელები მივუშვირე. სხეულში სასიამოვნო სითბომ დამიარა. ცოტა რომ გავთბი , ბუხრის წინ დივანზე მივესვენე, და ის-ის იყო უნდა დამეძინა კარებზე ვიღაცამ ძლიერ დააკაკუნა. მე უსიამოვნოდ შევიშმუშნე, ვიფიქრე ბიჭები თუ მოვიდნენთქო. ნელა წამოვდექი და კარისკენ მძიმე ნაბიჯებით გავემართე. კაკუნი არ წყდებოდა, მე გავღიზიანდი და დავუყვირე :" ხო რა გჭირთ ბიჭო მოვდივარ ". დავამთავრე თუ არა წინადადება კარის სახელურს მივწვდი საკეტი გადავწიე და გამოვაღე. ჩემდა გასაკვირად იქიდან შავთმიანი , ლამაზი გოგონა ოდნავ შემკრთალი თვალებით მიყურებდა. _ გაა..მარჯობათ _ დაბნეულმა ვუთხარი მე _ გგაამარჯობათ _ დაბნეულმა მიპასუხა მანაც. ალბათ არ ელოდა უცხო სახის დანახვას. _შემიძლია რამით დაგეხმაროთ?? _ ვკითხე მე გოგონამ ერთხანს გაკვირვებული თვალებით კიდევ მიყურა. მერე ცოტა გამოცოცხლდა და მითხრა: _ უკაცრავად, დავიბენი ცოტა. თქვენს გვერდით სახლში ვცხოვრობ, მეგონა ნიკა გამიღებდა კარს ან ნანა დეიდა, და უეცრად თქვენ რომ დაგინახეთ არ ველოდი. _აა, გასაგებია _ გავუღიმე მეც. _ მე ნიკას მეგობარი ვარ ლევანი. ნიკა ბორჯომში წავიდა გუშინ მეგობართან ერთად, ნანა დეიდა თბილისშია მარტო სამნი ჩამოვედით აქ. _სასიამოვნოა ლევან, მე ანასტასია მქვია._თუმცა სანამ ამხელა სახელს იტყვით , სჯობს ანი დამიძახოთ-გაიცინა გოგონამ _ჩემთვისაც სასიამოვნოა. _ გავუღიმე მე და დავამატე : _ რამე საქმე გქონდათ? შემიძლია დაგეხმაროთ?? _არა. უბრალოდ ნიკა არ მინახავს დიდი ხანია და ვიფიქრე ვნახავთქო. მეც გუშინ დილით ჩამოვედი. _ გასაგებია... ა უკაცრავად შემოდით, დიდხანს დაგაყენეთ გარეთ დავიბენი სულ. წესით უნდა მოვიდეს მალე ნიკა, თუ არ გეჩქარებათ შემოდით. _ გავუღიმე მე _ კარგით _ მითხრა გოგონამ და ოთახის სიღრმისკენ დაიძრა. დივანზე ჩამოჯდა. _ ანი, ხშირად ხართ ხოლმე აქ? _ ვკითხე მე და მაგიდაზე ცხელი შოკოლადი დავუდგი ჭიქით. _მადლობ. კი ხშირად ვარ ხოლმე , დედა აქაური მყავს და წელიწადში რამოდენიმეჯერ ჩამოვდივარ ხოლმე. ხო კიდე შენობით რომ მივმართოთ ხომ არ სჯობს_ გამიღიმა მან _რათქმაუნდა ვუთხარი მე _ხელი ხომ არ შეგიშალეთ?? რაიმეში? მაგიდაზე დადებულ კალამს და რვეულების გროვას თვალი შეავლო ანიმ . _არა პირიქით მოწყენილი ვიჯექი, მიხარია რომ ნიკას ნახვა გადაწყვიტე და ახლა აქ ხარ _ გავუღიმე მე _ რატომ მოიწყინე? მიზეზი გაქვს სამაგისოდ?_ მკითხა ანიმ და ცნობისმოყვარე მზერა მომაპყრო _ისეა მოწყობილი ჩვენი ცხოვრება, რომ ყოველგან სასჯელს ხედავს კაცი. ხომ ვერ ვიტყვი, ბედნიერი ვარო,- ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, როგორ ვიტყვი, როდესაც ყოველი დღე მაღიზიანებს? ყოველ დღეს აქვს თავისი დიდი მწუხარება და თავისი პატარა საზრუნავი. გუშინ გული მომდიოდა ავადმყოფს რომ შეყურებდი ჩემ საყვარელ ადამიანებს, დღეს ჩემი ავადმყოფობა მაწუხებს, ხვალ უფულობა , ზეგ გესლიანი ცილისწამება, მაზეგ თქვენი მეგობრის უბედობა, მერე ავი დარი , მერე რამე დაკარგული ან გატეხილი, მერე ნეტარებით დატკბობა, რომელსაც მწარედ მისაყვედურებს ჩემი სინდისი და ხერხემალი, მერე კიდევ საზოგადოების საქმეების უვარგისობა და კიდევ რა ვთქქვა რავიცი... _ გავჩუმდი მე _ როგორც ჩანს სათქმელი ბევრი დაგგროვებია, და დიდ დარდს ატარებ გულით... ძირითადად გოგოს ეხება ეს დარდი?! _ მკითხა ანიმ _ გამოიცანი, ჩემი დარდის მთავარი მიზეზი ერთია... -ამოვიოხრე მე _ ერთი რამე გაითვალისწინე ლევან! _ ყოველი ჩვენგანი პასუხისმგებელია გრძნობებზე,რომლებსაც განიცდის და ამაში სხვისი დადანაშაულების უფლება არ გვაქვს. . . _ მართალი ხარ ანი, სხვას არც ვადანაშაულობ, უფრო მეტიც , ვიცი რომ ბრალი მე მიმიძღვის._ ჩავილაპარაკე მე... ამ დროს კაკუნი გაისმა. ორივემ კარს გავხედეთ. მე ვიფიქრე ბიჭები დაბრუნდნენ მეთქი და კარისკენ გავემართე. მაგრამ ანიმ ხელი მომკიდა და ჩუმად მითხრა : _ ალბათ ჩემი ძმაა, არ გამიფრთხილებია რომ წამოვედი, ნიკა ძალიან არ უყვარს და არც შენი დანახვა გაუხარდება, თან მე ნახევრად ჩეჩენი ვარ ჩემი ძმაც იქ არის გაზრდილი და ყველაფერს სხვანაირად უყურებს. სჯობს მე გავუღო და წავალთ, პრობლემებიც არ იქნება. _ მე პრობლემას ვერ ვხედავ, თუ ძალიან დაინტერესდა ავუხსნი სიტუაციას... _ გავჯიუტდი მე და კარისკენ მყარი ნაბიჯებით გავემართე | |
|
| |
| სულ კომენტარები: 0 | |