10:59 AM მინდა გიყვარდე... | |
მე მინდა ჩემში ხედავდე წვიმას, ფიქრებს,იმედებს,ოცნებას,მიზანს. სულ თან მატარო ნანატრი მუზა და შენს თვალებში მხედავდე მუდამ. მინდა დახატო ოცნების ზეცა, სადაც შევძლებდით მე და შენ ფრენას. შენ ამ რითმებში დაიწყე სუნთქვა, ლექსების გახდი ავტორი-გულქვა. სიტყვა ”მიყვარხარ” ჩვენია, მჯერა, ფანჯრის მინაზე დარაჯობს სევდა. ფიქრები აჰყვა ოცნებას ისევ, ჩემს ღიმილს, ფარულს ლექსებში გიწერ, მინდა გიყვარდე,მწადს მერქვას შენი... შევძლო ამ ლექსის წაკითხვა შენთვის. მსურს ეს სიტყვები შეიგრძნო ჩემში, ემოციების შენ გახდე ღმერთი და არ გეგონოს პოეტის ბოდვა სიყვარულია... არ არის ცოდვა. მინდა და მინდა,ისევე ბევრი, სურვილებს ვხედავ თვალები,შენში... მოველი მზერას,შეხვედრას შენთან ფანჯრის მინაზე დარაჯობს სევდა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |