Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 28 » მე რომ არა….შენ რომ არა…
1:11 PM
მე რომ არა….შენ რომ არა…
…. მე რომ არა, ღამით საფიქრალი არაფერი გექნებოდა,მარტო ისეირნებდი ყურებში "ნაუშნიკგარჭობილი”

…მე რომ არა, ვერ გაიგებდი რა არის ადამიანის ერთგულება და ძლივსძლივობით შეკოწიწებული თბილი სიტყვების წარმოთქმა.

…მე რომ არა,რომანტიული ფილმების ყურებას ვერავინ გაიძულებდა და შენც ვერასდროს შეძლებდი ვინმესთვის ჩუმად ხელის გადახვევას.

…მე რომ არა, თბილ ხელს ვერავის ჩაჭიდებდი და ვერავის მოახურებდი შენს ქურთუკს.

…მე რომ არა, ვერავის მისწერდი მესიჯს მხოლოდ იმის გასაგებად მღვიძავს თუ არა.

…მე რომ არა, წიგნებს არასდროს წაიკითხავდიი და ვერ გაიგებდი როგორია სიძველის სუნი

…მე რომ არა, სევდიანი თვალებით წვიმის წვეთებს ვერ უყურებდი და მათი წკაპუნით ვერასდროს დატკბებოდი

….შენ რომ არა, ვერასდროს გავიგებდი რა გრძნობაა,როცა ცხოვრებას აზრი ეკარგება და ცრემლიც შენი მუდმივი თანამგზავრი ხდება.

…შენ რომ არა…ამ სიტყვებს ვერასდროს გავუხსნიდი გზას და სამუდამოდ გავათავისუფლებდი.

….შენ რომ არა…მე ახლა ისევ ის უდარდელი და მომღიმარი გოგო ვიქნებოდი.ისევ ფანჯარაში ვიჯდებოდი და მზის სხივებს მივეფიცხებოდი,რათა ის ნამდვილი სითბო მეგრძნო,რაც შენგან არასდროს მიგრძვნია!
 

კატეგორია: საკითხავი | ნანახია: 1063 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 3.7/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.