0:39 AM მე და მათხოვარი ბავშვი | |
წუხელ ქუჩაში შევხვდი ,,მათხოვარს,,
სხვებიც მინახავს ღვთის მათხოვრები..... და მათი ბედი მე რომ მათხოვა, ეჰ, რამდენ სითბოს ვინათხოვრებდი. ის ბავშვი იყო და ზღაპრულ ფერში, ესახებოდა "ქუჩის სიკეთე", -კეთილი ხალხი,ამხელა დღეში, ჩემთვისაც ცოტას გამოიმეტებს. თუმცა სახლობდა,მის სულში კენტად, უდაბურება სასოწარკვეთის, -არაფერია,ყველაზე მეტად, მაინც მე მჯერა ჯვარის და ღმერთის. ვიგრძენ რომ მასში სითბოს ვპოვებდი, მივესათუთე,მივუჯექ გვერდში..... ის ბავშვი იყო,მეკი პოეტი, და მისი გული მტკიოდა მკერდში. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |