Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 1 » მაგარი სადღეგრძელო საქართველოზე...
9:19 AM
მაგარი სადღეგრძელო საქართველოზე...
1. იმ პირველ სიყვარულს გაუმარჯოს, მასზე გათენებულ ღამეს რომ დაიფიცებ, ბევრჯერ შეეცდები იმის დავიწყებას, მაგრამ ვერ დაივიწყებ.
2. ეს იმ კაცს გაუმარჯოს, რომლის სავალი გზაც ჩვეულია, თვითონ სიყვარულში უარყოფილს, სხვიი სიყვარული შეუძლია.
3. ეს გაუმარჯოს უსიტყვო ტრფიალს, უნაზეს თრთოლვას და უძილობას, მერე შემთხვევით გავარდნილ ტყვიას დ მოულოდნელ ღია სიყვარულს.
4. ეს იმ სანთელს გაუმარჯოს, რომელიც იწვის და მაინც მლოცველს ელოდება.
5. ეს იმ წვიმის წვეთებს გაუმარჯოს, რომელბმაც იციან რომ დაცემისას დაიმსხვრევიან და მაინც ეცემიან.
6. ეს იმ თვალებს გაუმარჯოს! რომელიც შემოგხედავს, თქმით არაფერს არ გეტყვის და წამის მარადიულობას განატრებინებს.
7. ეს იმ თვალებს გაუმარჯოს, ენაზე მეტად რომ მეტყველებენ.
8. ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, რომელსაც ყოველდღე ხედავ და მაინც გენატრება.
9. გაუმარჯოს უსიტყვო ტკივილს, უხმო სიყვარულს, ცისფერ ოცნებებს და ცრემლიან თვალებს.
10. გაუმარჯოს იმ ადამიანს, რომელსაც დღეში ერთხე მაინც გაახსენდები.
11. ეს იმ მონატრებას გაუმარჯოს, გვერდით რომ გეჯდეს, შესცქეროდე და მაინც გენატრებოდეს.
11. ეს იმ მონატრებას გაუმარჯოს, გვერდით რომ გეჯდეს, შესცქეროდე და მაინც გენატრებოდეს.
12. მოდი იმ უცნობ ქალს გაუმარჯოს, რომელიც უცბათ მოვა და სულ შეგიცვლის ცხოვრებას.
13. პირზე ღიმილს და სულში დარდს გაუმარჯოს.
14. წყლის სილამაზეს... თევზს გაუმარჯოს, წყლის სილამაზეს... ხეს გაუმარჯოს, ცხოვრების სილამაზეს... ჩვენ სიყვარულს გაუმარჯოს.
16. გაუმარჯოს სახეზე ღიმილს, სულში ტკივილს, ჩვენთვის ყველაფერს, სხვისთვის არაფერს.
17. ეს იმ თვალებს გაუმარჯოს, რომელც უფსკრულის პირამდე მიგიყვანს და გადასაგდებად ვერ გაგიმეტებს.
18. ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, რომელსახ უყვარს, ვერაფრით უთქვამს - უფლება არ აქვს, იცის მისი არასდროს გახდება და... მაინც რომ უყვარს...
19. დაუმთავრებელ წიგნს, აუნთებელ სანთელს და აუხსნელ სიყვარულს გაუმარჯოს.
20. ეკლესიაში ანთებულ სანთელს და მასზე შეფიცულ სიყვარულს გაუმარჯოს.
21. იმ ორ სანთელს გაუმარჯოს, რომლებიც ერთმანეთისაგან შორს არიან და ერთმანეთისთვის ჩუმად იწვიან.
22. როდესაც ვინმე გკითხავს, რაზე ფიქრობო და შენ ეტყვი არაფერზეო, მოდი ამ არაფერს გაუმარჯოს, რომელიც სხვისთვის არაფერია და შენთვის ყველაფერი.
23. ეს იმ უთქმელ გრძნობას გაუმარჯოს თქმა რომ არასოდეს უწერია.
24. სიყვარულს გაუმარჯოს, რომელიც არ გრიალებს, ჩურჩულებენ მაგრამ ამ დროს დუმილიც კი არ შეუძლია.
25. ეს იმ ორ უგრძნობ კოცნას გაუმარჯოს : როდესაც ბავშვიიბადება და დედა კოცნის და როცა დედა კვდება და შვილი კოცნის.
26. ეს იმ კაცს გაუმარჯოს, გულში რომ ეტირება, სეხე კი უღიმის, სიყვარულო რომ გაუფრინდება და მაინც იცინის.
27. ეს იმ უიმედო სიყვარულს გაუმარჯოს, როდესაც იცი ა არ უყვარხარ და მაინც გიყვარს.
28. იმ სიყვარულს გაუმარჯოს, რომელიც პირველს დაგივიწყებს და პირველ სიყვარულს გაუმარჯოს, რომლის შემდეგაც მეორე არ არსებობს.
29. ეს იმ კაცს გაუმარჯოს, რომელიც ძმობაში დაიშვება და ოჯახში შეიშვება.
30. ეს იმ პატარა გულს გაუმარჯოს უდიდესი ოცნებების დატევა რომ შეუძლია, იმხელა ოცნებების მთელ დედამიცას რომ შემოუვლის, და უსასრულობაში გაიჭრება.
31. ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ფრენას რომ ისწავლის, მზესთან მივა, სხივებს შეაგროვებს და თაიგულს გააკეთებს, საყვარელი ადამიანი რომ გაახაროს.
32. გაუმარჯოს უსიტყვო ტკივილს, უხმო სიყვარულს, ცისფერ ოცნებბეს და ცრემლიან თვალებს.
33. იმ პირველ სიყვარულს გაუმარჯოს, მასზე გათენებულ ღამეს რომ დაიფიცებ, ბევრჯერ შეეცდები იმის დავიწყებას, მაგრამ ვერასდროს ვერ დაივიწყებ.
34. ეს იმ თვალებს გაუმრჯოს, რომელიც შეგხვედრია, შეგყვარებია, დაგკარგვია და დაგნანებია.
35. " ღმერთმა 2 თვალი, 2 ყური, 1 ცხვირი, 1 პირი და ნახევარი გული " გვარგუნა, ვინც ამ ნახევარ გულს შეგვივსებს იმ ადამიანს გაუმარჯოს.
36. ყველაზე ლამაზს, ყველაზე მამაცს, ყველაზე ძლიერს, ნაზსაც და მძაფრსაც, პირველ სიყვარულს გაუმარჯოს.
37. ეს იმ პირველ სიყვარულს გაუმარჯოს, თეთრად გათენებულ ღამეს რომ დაიფიცებ. ხშირად შეეცდები იმის დავიწყებას, მაგრამ ვერასოდეს რომ ვერ დივიწყებ.
38. თვალებს გაუმარჯოს უსაზღვროდ სევდიანს. ერთი ნახვით რომ ყველაფერს გეტყვიან.
39. ვისაც სიყვარულით უარყოფილს, სხვისის შეყვრება შეუძლია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს ვისაც სიყვარული შეუძლია.
40. იმ სიყვარულს გაუმაჯოს, წარსულის გახსენება რომ არ სჭირდება და ცხოვრების ბოლომდე რომ გამოგყვება!
41. ყველა იმ ადამიანს გაუმარჯოს, რომელსაც ერთი სიყვარული შეუძლია!
42. ამ ჭიქით მეგობრობის სადღეგრძელო მინდა შევსვა! დაე, მეგობარი გვინათებდეს გზას, ხელში ლამპარით! დაე, მან მოგვცეს ძალა ამ ცხოვრებაში რომ გავძლოთ! ძალა და ხალისი.
კატეგორია: სადღეგრძელოები♥ | ნანახია: 2600 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 3.0/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.