1:13 PM ლექსი-პორტრეტი და მხატვარი | |
ნაცნობ პორტრეტს მიაშტერდა მხატვარი,
რომელთანაც განშორება არ სურდა, ვერ გაერკვა მოულოდნელ ქაოსში განმართება სცადა,მაგრამ დამუნჯდა. თითქოს თავი დაეკარგა შემოქმედს დარდიანი,ნაღვლიანი ვიდოდა, მისტიროდა თითქოს რაღაც უტკბილესს, ვერ გაეგო გული რატომ სტკიოდა. მიჰყვებოდა გზას მხატვარი უაზროდ, ცხოვრებაში,ალბათ,რაღაც აკრთობდა, საოცრების დაჯერება არ სურდა და გონებას საწამლავით აწრთობდა. საოცრებამ გული ისე ატკინა, არ უნდოდა განშორება პორტრეტთან, რეალობის,თითქოს აღარ სჯეროდა და უაზრო სინმდვილე მოსწყინდა. საკუთარი,სანუკვარი ფიქრები დაეკარგნენ თვალუწვდენელ სივრცეში, თავი მხატვარს კვლავ სიზმარში ეგონა- სიზმრის უცხო მოულოდნელობებში. ასე მიხვდა ის თავის შეცოდებას, დაივიწყა წარსულის მოგონებაც, მან გარიყა ცხოვრებიდან გოდებაც და მიენდო ის რეალურ ცხოვრებას.. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |