Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 10 » ლექსი მონატრებაზე...
3:30 AM
ლექსი მონატრებაზე...
მენატრები, უსასრულოდ მენატრები,
ტიალ ფიქრებს ვერაფერი მოერევა,
დაღამდება, ძველებურად მემალები,
თეთრი მთვარე მტირალ ტირიფს მოეხვევა.

შენზე ფიქრებს ბობოქარ ზღვას მოვუყვები,
მე კვლავ ისევ უშენობა მელოდება,
შავ მორევში შავი ფიქრით ჩავეშვები,
აღელდება ზღვა, საოცრად აღელდება.

გიხმობ, სად ხარ? უკვე ძალზე გვიანია,
მე კი ისევ გელოდები, დავიღალე,
შენ მითხარი, დრო ყველაფრის მკურნალია,
რა ვქნა, თუ მეც ამ დიდ დროში დაგეკარგე.

ალბათ, მოხვალ, სიყვარულზე მომიყვები
და ჩემ გარდა რომ არავინ გყვარებია,
ოცნებებში შენი სახე დახატულა,
მონატრების სევდა ჩემზე ძლიერია
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 916 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.