Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 18 » ლექსები დედაზე...
11:49 AM
ლექსები დედაზე...
როგორ მენატრები დედა
ღრუბელს გავაყოლებ ფიქრებს
ქარებს დავიგულებ მხედრად
სივრცეს, ოცნებები მივსებს,
ისე მენატრები დედა.
ვიცი, სიშორეთა ხიდი,
დროთა უსაშველო სევდა,
მიდის, უგზოუკვლოდ მიდის
უფრო მენატრები დედა.
შენი გულმხურვალე ლოცვა,
გზა—კვალს მიცისკროვნებს ბედად.
როგორ ძლიერი ვარ როცა
ქვეყნად შენა მყავხარ დედა.
ჩემო, გულცისკარა ქალო,
ჩემო, ტკივილო და სევდავ.
ჩემო, ოცნებების ფარო,
ჩემო საყვარელო დედა.
ღმერთმა გაგიგრძელოს წლები
მყავდე მიწიერი ღმერთად.
მინდა გამოვისხა ფრთები
ისე მენატრები დედა.










დედავ
რა იყო, რამ დაგაღონა,
ჩემო შავფერო დედაო,
რაც შენ წახვედი მას მერე
სწორ გზას ვეღარა ვხედაო,
მოდიან შავი კაცები
გულს და გონებას მგლეჯავენ,
სული ურწმუნოთ წაიღეს
მამულს ყორნები სწეწავენ,
გვასამარებენ ქართველებს
დღედაღამ გულში გვხვრეტავენ.
ერთს გეხვეწები, მითხარი
მანდედან აქ რას ხედავენ,
ჩვენ მოშველებას მანდედან
ნეტავ რატომ ვერ ბედავენ?1
ან ვინც მოვიდა აქედან
იქნება ჩუმად არიან,
რომ არ დაღონდეთ მანდ მაინც
აქ რა ყოფნითაც არიან.
სხვა რა ვთქვა,შენი საფლავი
აღარ მინახავს თვალითა,
სული მიჭირავს კბილითა
დავათრევ ძალის-ძალითა,
ღმერთს შეეხვეწე ერთს მაინც,
ნუ დამწვავს ცოდვა-ბრალით
 
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1424 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.