ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა.
|
წარსულს უშენოდ მივტირი... შენი ლოდინი მღლიდა... არ მინდა შენთვის სიკვდილი...
|
სჯობს აღიარო, რომ არ გიყვარს ქვეყნად არავინ, თუ დასაღუპად საკუთარი თავიც გასწირე, ბევრმა გაჩუქა სიყვარული დაუფარავი, მაგრამ შენ თვითონ ტრფობა არვის გაუნაწილე.
|
სულდაკაწრული ღრუბლებია ვარსკვლავთცვენისგან ვნება ქარივით ეხეთქება შემზრალ მინაზე, ღამეს ფიქრები ეღვენთება წამწამებიდან, ხელუხლებია ქალწულივით თოვლი მიწაზე...
|
ლექსის სტრიქონებს შენთვის ავკინძავ,
შენთვის დავკრიფავ ვარდებს,
ჩავიძირები ღამის წყვდიადში
და გაგიქარვებ დარდებს.
|
დავთვერი ...რა მოხდა, დაშავდა რამე? ნუთუ დედამიწამ შეწყვიტა ბრუნვა? ნუთუ ზღვის ტალღების ხმაური ჩახშა და ცოცხალმა სამყარომ შეწყვიტა სუნთქვა?!
|
მე ის სევდიანი წამიც მიყვარს, ლამაზ ბავშვობას რომ მომაგონებს.
| « 1 2 ... 47 48 49 50 51 ... 262 263 » |