Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 11 » ♥ ℒℴѵℯ ♥
2:26 AM
♥ ℒℴѵℯ ♥
ლექსის სტრიქონებს შენთვის ავკინძავ, 

შენთვის დავკრიფავ ვარდებს, 

ჩავიძირები ღამის წყვდიადში 

და გაგიქარვებ დარდებს. 

არ შეგაწუხებ,შორიდან გიმზერ, 

დავხრი მორჩილად თავს, 

შენი ღიმილი,სხვისთვის მიძღვნილი, 

მე უმოწყალოდ მკლავს. 

ოცნებით კოშკებს ავაგებ მაღალს 

რომ შევძლო შენი სხვისგან დაფარვა, 

ჩაგკიდებ ხელს და ჩაგეხუტები, 

მე შენი თავი არვინ წამართვას. 

რომ გამეპარო,ყველგან მოგძებნი, 

არ მიჭირს კარგო,მე შენი პოვნა, 

ცხრა მთას გადივლი?ცხრა ზღვას გასცურავ? 

მთვარეზე ახვალ?...მე მაინც მოვალ. 

მოვალ მოგიტან ამ გულის ფეთქვას , 

ჩაგხედავ ლამაზ თვალებში თუნდაც, 

მინდა გჯეროდეს რომ სიყვარული, 

მე რომ მიყვარხარ.... ისეთი უნდა
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 786 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.