Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 11 » ♥ ℒℴѵℯ ♥
2:37 AM
♥ ℒℴѵℯ ♥
სჯობს აღიარო, რომ არ გიყვარს ქვეყნად არავინ, 
თუ დასაღუპად საკუთარი თავიც გასწირე, 
ბევრმა გაჩუქა სიყვარული დაუფარავი, 
მაგრამ შენ თვითონ ტრფობა არვის გაუნაწილე. 
დაგუფლებია ბოროტების გრძნობა საზარი, 
თითქოს გახარებს საკუთრი სულის გოდება, 
გინდა დალეწო სილამაზის წმინდა ტაძარი, 
შენი მარჯვენით განახლებას რომ ელოდება. 
მაგრამ გონს მოდი, სიყვარული სამტრო რად არი? 
სიძულვილი თუ არ განდევნე, ცოდვას დაიდებ,
დე, სულიც გქონდეს მაგ ლამაზი სახის სადარი,
და, სხვა თუ არა, შენი თავი მაინც დაინდე. 
ასე თუ წახველ, ჩვენს მომავალს რაღა დარჩება?
შვილი დასტოვე სილამაზის გადასარჩენად.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 790 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.