Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 11 » ♥ ℒℴѵℯ ♥
2:25 AM
♥ ℒℴѵℯ ♥
დავთვერი ...რა მოხდა, დაშავდა რამე? 
ნუთუ დედამიწამ შეწყვიტა ბრუნვა? 
ნუთუ ზღვის ტალღების ხმაური ჩახშა და 
ცოცხალმა სამყარომ შეწყვიტა სუნთქვა?! 
მარტო არ დავმთვრალვარ....ჩვენ ორნი ვსვამდით, 
ლამაზი სანთლებით მოჭედილ ცასთან, 
ის იქით იყო, მე კი სულ აქეთ, 
ღამის სილამაზემ კი შეგვყარა ზღვასთან! 
ის ღამეს სტუმრობდა..... მე კი მას ვესტუმრე, 
ღვინის ბოთლით ხელში ხელში......დაუპატიჟებლად, 
ჩვენ ორნი ვიყავით.... ვუგებდით ერთმანეთს 
ვუგებდით სიგიჟესაც.... გასაგიჟებლად. 
მე მას ვუხსნიდი თუ როგორ მიყვარს, 
თუ როგორ მეფიქრება მასზე ეულად, 
ისიც მისმენდა .....მისთვის ჩვეულად, 
და აღმიქვამდა..... გადარეულად. 
საოცრად წყნარად..... ისმენდა ყოველ, 
უაზროდ გადამთვრალ ფრაზებს.... ამ დრომდე 
მეთანხმებოდა არ უნდა დავმალო რომ.. 
როდესაც მიყვარს.... უნდა ვამბობდე. 
მეც ამას ვამბობდი...არაფერს ვმალავდი, 
რასაც არ ვამბობდით... იმასაც ვხვდებოდით 
ასე ვთვრებოდით!....... ასე ვთვრებოდით! 
დილამდე ვსვამდით.... არ ვჩერდებოდით, 
ხოდა გათენდა,.... დაუკითხავად, 
რიჟრაჟის ყოფილა ნათელი ფერები, 
და ბოლო ჭიქითაც ის დილა დავლოცეთ 
როდესაც გვთბება და..... ვეფერებით. 
უკვე გათენდა ..... მე კი მთვრალი ვარ, 
ნუთუ დაშავდა ამითი რამე? 
მე შენ მიყვარხარ .....და რომ შენ მიყვარხარ 
.......მხოლოდ ამას ისმენდა იმ ღამის მთვარე
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 989 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.