Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » იანვარი » 2 » ცრემლი !
4:02 PM
ცრემლი !
-მაკოცე რა..
-თავი დამანებე..
-ჩამეხუტე რა..
-თავი დამანებე..
-აღარ გიყვარვარ?
-თავი დამანებე..
-ვერ მიტან??
-თავი დამანებე..
-ეს რა არის??
-თავი დამანებე..
-ცრემლი?
-ხო, შენი.. ჩემი არა !
-არა შენი თვალია და ცრემლიც შენია, თან რამხელაა... ბევრი წყალი დალიე??
-ნუ სულელობ რა..თავი დამანებე..
-უი, აი , აგერ მეორეც ყოფილა..აუ მოგეფერები რა.. აუ გეხვეწები რა ,გთხოვ..
-ვიცი ვერ მაპატიებ..
- რას, ცრემლი რომ მოგდის?? გაპატიებ ! ოღონდ მეც მასწავლე როგორ გადმოვიდინო ნიაღვარივით დიდი ცრემლები... და ისიც მასწავ;ე ცრემლები რატომ მოსდით ადამიანებს?
- რატომ და ახლა, რომ ვერ მაპატიებ იმიტომ...

***
სიჩუმე იყო ჩამოვარდნილი..საოცრად დიდი არსება ხელს ისვამდა თვალებში და ცდილობდა მომხდარიყო ის, რაც ძლიერ აინტერესებდა. გოგოს თვალებზე კი უფრო და უფრო მრავლდებოდა დიდი და ლამაზი ცრემლები... სიჩუმეც ცრემლმა დაარღვია....
წკაპ..წკუპ... ნახე რამხელა ვარ.. ფიქრობდა ცრემლი, მაგრამ მე ხომ ცუდის მანიშნებელი ვარ. სჯობს გავქრე ამ ლამაზი გოგოს ქუთუთოებიდან, მაგრამ რა ვქნა, ვერ ვჩერდები...გულში იმდენად ბევრნი ვართ თვალები ზევით გვექაჩებიან... გავქრე..გავქრე.. ნეტავ ისევ დავუბრუნდე ჩემს კალაპოტს..
ნეტავ რატომ ვტკენ ამდენ ხალხს გულს?? ნეტავ სიხარულის ცრემლი ვიყო, მაგრამ რას ვიზამ, ასე მოვევლინე ამ ქვეყანას.. ეჰ.. მე კი არ მომდის ცრემლი, არც გული მაქვს , მაგრამ ახლა რა მტკივა?? რა მექაჩება?? ჩემი ჯერიც მოვიდა?? არ მინდა ამ სალფეთკზე მოხვედრა. გაჩერდი ! არ ქნა ეს ! გთხოვ ! რა ცუდაი რომ არავის ესმის...

***
გოგოს თვალიდან ნელ-ნელა ქრებოდა ცრემლი და ნელ-ნელა უბრუნდებოდა სიხარული ცხოვრების მიმართ... ჯანდაბა! ნუთუ ყველაფრის მიზეზი მე ვიყავი. რა კარგია, რომ მოვკვდი...
რა ხდება..თავბრუ მეხვევა..ვაიმე, ეს რა არის? მეშინია... ისევ დავბრუნდი.. რატომ? კიდევ ამ გოგოს უნდა ვატკინო გული?? არა, არა, მოიცა.. გავახელ თვალებს.რა იცი იქნებ რა მოხდა..უი ახლა ტუჩზე ვარ... აი უკვე ამ დიდი არსების ტუჩზეც გადავედი... აააააა, მივხვდი, სიხარულის ცრემლად გადავიქეცი. აი, მეც წამომივიდა ცრემლი... ესენი ალბათ ჩემი შვილები არიან...
ცრემლს ცრემლი მოადგა.. თვალები დახუჭა და ბედნიერად განისვენა .. მიწაზე დაეცა..

***
ვერც ვერავინ ხვდებოდა რა იყო ეს და ახლაც ვერავინ გრძნობს, რა არის ც რ ე მ ლ ი .. !
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1721 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.